https://sputnik-georgia.com/20260505/kobaxidzem-opozicia-gaakritika-298445891.html
„მორალური უფლება არ აქვთ ხალხს ესაუბრონ" - პრემიერი ქართულ ოპოზიციაზე
„მორალური უფლება არ აქვთ ხალხს ესაუბრონ" - პრემიერი ქართულ ოპოზიციაზე
Sputnik საქართველო
კობახიძის თქმით, ოპოზიციაში მიმდინარე პროცესები, განსაკუთრებით ერთმანეთში კონფლიქტი, „ქართულ ოცნებას" აძლევს ხელს. 05.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-05T19:39+0400
2026-05-05T19:39+0400
2026-05-05T19:39+0400
საქართველო
ქართული ოპოზიცია
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/1f/297885992_0:19:800:469_1920x0_80_0_0_df2fb8ed928cb7b3e424f4d4d6f21802.jpg
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ქართული ოპოზიცია იმდენად რთულ მდგომარეობაშია, რომ ხალხთან შეხვედრა და საუბარიც კი არ შეუძლია, უფრო მეტიც, მათ ამის მორალური უფლებაც არ აქვთ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.მიმდინარე წლის მარტში ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ ორთვიანი ეროვნული მობილიზაციის კამპანიის დაწყება დააანონსა, რომელიც თბილისში, დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს უნდა დასრულდეს. მარტის დასაწყისში მათ ასევე განაცხადეს „ოპოზიციური ალიანსის“ შექმნისა და ქვეყანაში „ხელისუფლების შეცვლის“ განზრახვის შესახებ.მისი თქმით, ოპოზიციაში მიმდინარე პროცესები, განსაკუთრებით ერთმანეთში კონფლიქტი, „ქართულ ოცნებას" აძლევს ხელს.„ისინი ხან ერთიანდებიან, ხან იშლებიან. ამ ყველაფრით ისინი ხელს უწყობენ ჩვენს შემდგომ გაძლიერებას, ეს არის საერთო სურათი, შესაბამისად, შეუძლიათ, ასე გააგრძელონ“, - დასძინა პრემიერმა.როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას ხალხთან ურთიერთობის რესურსები არ გააჩნია, რადგანაც „მათი მთელი პოლიტიკა ქვეყნისა და ხალხის ღალატზე, დაპირისპირებასა და საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაზეა აგებული“.პრემიერის თქმით, სწორედ ამიტომაა, რომ ოპოზიციას ამ დრომდე არ გაუმართავს რეგიონებში მოსახლეობასთან მასობრივი შეხვედრები.„ოპოზიციის ალიანის" რიგებში განხეთქილება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქვეყნის გზა უნდა იყოს „ქართული და არა უნგრული“ და რომ „ერთადერთი გამოსავალი რევოლუციაა“. მან ოპოზიცია „ქუჩის აქტივობის“ დაბალი ხარისხის გამოც გააკრიტიკა.საპასუხოდ, „ოპოზიციის ალიანსში“ შემავალმა პარტიებმა განაცხადეს, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალას არ შეუძლია გამოაცხადოს თავი საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ოპოზიციის ერთპიროვნულ ლიდერად. მოგვიანებით სააკაშვილმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თანამებრძოლებს საქმეზე კონცენტრირებისა და „მისი გავლენისგან გათავისუფლებისკენ“ მოუწოდა.ამ ეტაპზე ალიანსი ფორმალურად ინარჩუნებს ერთობას, თუმცა, წევრებს შორის სტრატეგიული და პიროვნული დაპირისპირება აშკარაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/1f/297885992_76:0:725:487_1920x0_80_0_0_61e5638a9fc72a36441d69aa597ef85a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
„მორალური უფლება არ აქვთ ხალხს ესაუბრონ" - პრემიერი ქართულ ოპოზიციაზე
კობახიძის თქმით, ოპოზიციაში მიმდინარე პროცესები, განსაკუთრებით ერთმანეთში კონფლიქტი, „ქართულ ოცნებას" აძლევს ხელს.
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ქართული ოპოზიცია იმდენად რთულ მდგომარეობაშია, რომ ხალხთან შეხვედრა და საუბარიც კი არ შეუძლია, უფრო მეტიც, მათ ამის მორალური უფლებაც არ აქვთ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მიმდინარე წლის მარტში ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ ორთვიანი ეროვნული მობილიზაციის კამპანიის დაწყება დააანონსა, რომელიც თბილისში, დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს უნდა დასრულდეს. მარტის დასაწყისში მათ ასევე განაცხადეს „ოპოზიციური ალიანსის“ შექმნისა და ქვეყანაში „ხელისუფლების შეცვლის“ განზრახვის შესახებ.
„ოპოზიციაში რთული მდგომარეობაა და ამის მიზეზი - მისი წარსული, აწმყო და რაც მთავარია ის ფაქტია, რომ ისინი გარედან იმართებიან. მათ მორალური უფლება არ აქვთ ხალხს ესაუბრონ", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ოპოზიციაში მიმდინარე პროცესები, განსაკუთრებით ერთმანეთში კონფლიქტი, „ქართულ ოცნებას" აძლევს ხელს.
„ისინი ხან ერთიანდებიან, ხან იშლებიან. ამ ყველაფრით ისინი ხელს უწყობენ ჩვენს შემდგომ გაძლიერებას, ეს არის საერთო სურათი, შესაბამისად, შეუძლიათ, ასე გააგრძელონ“, - დასძინა პრემიერმა.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას ხალხთან ურთიერთობის რესურსები არ გააჩნია, რადგანაც „მათი მთელი პოლიტიკა ქვეყნისა და ხალხის ღალატზე, დაპირისპირებასა და საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაზეა აგებული“.
პრემიერის თქმით, სწორედ ამიტომაა, რომ ოპოზიციას ამ დრომდე არ გაუმართავს რეგიონებში მოსახლეობასთან მასობრივი შეხვედრები.
„ოპოზიციის ალიანის" რიგებში განხეთქილება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქვეყნის გზა უნდა იყოს „ქართული და არა უნგრული“ და რომ „ერთადერთი გამოსავალი რევოლუციაა“. მან ოპოზიცია „ქუჩის აქტივობის“ დაბალი ხარისხის გამოც გააკრიტიკა.
საპასუხოდ, „ოპოზიციის ალიანსში“ შემავალმა პარტიებმა განაცხადეს, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალას არ შეუძლია გამოაცხადოს თავი საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ოპოზიციის ერთპიროვნულ ლიდერად. მოგვიანებით სააკაშვილმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თანამებრძოლებს საქმეზე კონცენტრირებისა და „მისი გავლენისგან გათავისუფლებისკენ“ მოუწოდა.
ამ ეტაპზე ალიანსი ფორმალურად ინარჩუნებს ერთობას, თუმცა, წევრებს შორის სტრატეგიული და პიროვნული დაპირისპირება აშკარაა.