https://sputnik-georgia.com/20260505/jashushobis-braldebit-magalchinosani-daakaves-298442642.html
სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით მაღალჩინოსანი დააკავა
სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით მაღალჩინოსანი დააკავა
Sputnik საქართველო
ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რომელ უწყებაში მუშაობდა ბრალდებული. 05.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-05T15:37+0400
2026-05-05T15:37+0400
2026-05-05T15:37+0400
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23558/54/235585465_0:46:1100:665_1920x0_80_0_0_8a9008b374cc5e98ea0a7ff61aee4bb3.jpg
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. სახალმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული მაღალჩინოსანი დააკავა, განაცხადა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილე ლაშა მაღრაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე. გავრცელეული ინფორმაციით, სუს-ისკონტრდაზვერვის დეპარტამენტი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში ატარებდა კონტრდაზვერვით ღონისძიებებს, რომლის ფარგლებში მაღალჩინოსანი ჯაშუშობისთვის, კერძოდ, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე, წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ კონტაქტის, ისე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. გარდა ამისა, დაკავებული პირი მუშაობდა საინფორმაციო პლატფორმების შექმნაზეც, რომლის მიზანი იყო მედიასფეროს წარმომადგენლების მოზიდვა და სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვება, მათ შორის რეგიონის ქვეყნების მიმართულებით. უწყების ცნობით, აღნიშნულ საქმიანობას ბრალდებული მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ახორციელებდა. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23558/54/235585465_77:0:1024:710_1920x0_80_0_0_b17d6740e86d3b5358f1f049f30143ca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით მაღალჩინოსანი დააკავა
ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რომელ უწყებაში მუშაობდა ბრალდებული.
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. სახალმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული მაღალჩინოსანი დააკავა, განაცხადა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილე ლაშა მაღრაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.
გავრცელეული ინფორმაციით, სუს-ისკონტრდაზვერვის დეპარტამენტი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში ატარებდა კონტრდაზვერვით ღონისძიებებს, რომლის ფარგლებში მაღალჩინოსანი ჯაშუშობისთვის, კერძოდ, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით დააკავეს.
„ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში, მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისი ამჟამინდელი სამსახურებრივი მდგომარეობის, წარსულში დაკავებული თანამდებობებისა და სხვადასხვა უწყებაში არსებული პირადი კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების სასარგებლოდ, სისტემურად ახორციელებდა ინფორმაციის მოპოვებასა და მათთვის გადაცემას“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებულს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე, წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ კონტაქტის, ისე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.
„უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისათვის გადაცემული ინფორმაცია მოიცავდა სხვადასხვა კატეგორიის საიდუმლო მონაცემებს, რომლებიც დაკავშირებული იყო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებთან, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებულ ვითარებასთან, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ ინფორმაციასა და ინფორმაციის გადაცემის დამკვეთებისათვის საინტერესო სხვა მონაცემებთან“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, დაკავებული პირი მუშაობდა საინფორმაციო პლატფორმების შექმნაზეც, რომლის მიზანი იყო მედიასფეროს წარმომადგენლების მოზიდვა და სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვება, მათ შორის რეგიონის ქვეყნების მიმართულებით.
უწყების ცნობით, აღნიშნულ საქმიანობას ბრალდებული მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ახორციელებდა.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.