https://sputnik-georgia.com/20260505/gcca-4-tveshi-momxmarebelta-uplebebis-dargvevis-98-paqti-dadasturda-298440417.html
GCCA: ოთხ თვეში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის 98 ფაქტი დადასტურდა
GCCA: ოთხ თვეში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის 98 ფაქტი დადასტურდა
Sputnik საქართველო
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში სააგენტოში შემოსული განცხადებების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 110 %-ით არის გაზრდილი 05.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-05T18:12+0400
2026-05-05T18:12+0400
2026-05-05T18:12+0400
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0f/269461966_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_fd8541662ce3dca9f2194bad73e08555.jpg
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) 246 საქმეზე მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 98 დარღვევის ფაქტი დაადასტურა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში სააგენტოში 835 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 2.553 შეადგინა - განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 110 %-ით არის გაზრდილი. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 41 მოვაჭრეს 61 საქმეზე ჯამში 60.176 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 67% ონლაინ-ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 33 % ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 80%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა - 6%, იმერეთი - 4%, ქვემო ქართლი - 3%, კახეთი - 2 %, სამეგრელო ზემო-სვანეთი - 1 % და სხვა რეგიონები. სექტორებს რაც შეეხება, სტატისტიკის თანახმად, 70%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება - 11%-ს, განთავსება და საკვების მიწოდება - 2%-ს, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 2%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობები - 15%-ს. ახალი კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" 2022 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდა და საქონლის შეძენა-დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხებს არეგულირებს. საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში საჭიროა განაცხადის სპეციალური ფორმის შევვსება და გაგზავნა ელექტრონული ფოსტის მისამართზე: consumer@gcca.gov.ge. უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეკოს „ცხელ ხაზზე"- 15 20.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0f/269461966_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_51dc4c1da0fce66d6945043157a9a16d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
GCCA: ოთხ თვეში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის 98 ფაქტი დადასტურდა
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში სააგენტოში შემოსული განცხადებების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 110 %-ით არის გაზრდილი
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) 246 საქმეზე მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 98 დარღვევის ფაქტი დაადასტურა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში სააგენტოში 835 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 2.553 შეადგინა - განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 110 %-ით არის გაზრდილი.
GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 41 მოვაჭრეს 61 საქმეზე ჯამში 60.176 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.
მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 80 საქმეზე 68 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.
საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 67% ონლაინ-ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 33 % ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 80%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა - 6%, იმერეთი - 4%, ქვემო ქართლი - 3%, კახეთი - 2 %, სამეგრელო ზემო-სვანეთი - 1 % და სხვა რეგიონები.
მიმდინარე წლის 4 თვის მონაცემებით, მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 301 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე - 223, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე - 182, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე - 52, ხოლო სხვა დანარჩენზე - 77.
სექტორებს რაც შეეხება, სტატისტიკის თანახმად, 70%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება - 11%-ს, განთავსება და საკვების მიწოდება - 2%-ს, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 2%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობები - 15%-ს.
ახალი კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" 2022 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდა და საქონლის შეძენა-დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხებს არეგულირებს.
საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში საჭიროა განაცხადის სპეციალური ფორმის შევვსება და გაგზავნა ელექტრონული ფოსტის მისამართზე: consumer@gcca.gov.ge. უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეკოს „ცხელ ხაზზე"- 15 20.