დიდ დიღომში 4 ათასზე მეტ აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2026
გამოწერა
„თბილისი ენერჯი" აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. დიდი დიღმის მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეეზღუდება, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი" (Tbilisi Energy).
უწყების ცნობით, გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო 4,2 ათას აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება 6 მაისის 22:00 საათიდან 7 მაისის 10:00 საათამდე შეუწყდება.
გაზმომარაგება შეუწყდება როგორც მოსახლეობის ნაწილს, ისე აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებს, კომერციულ და სავაჭრო ობიექტებს.
კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ აქ>>
კომპანიის ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა 7 მაისის 10:00 სთ-იდან დაიწყება და 20:00 საათამდე დასრულდება.
„თბილისი ენერჯი" აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.
ყველა ახალი ამბავი
0