https://sputnik-georgia.com/20260504/xucishvili-adb-prezidents-shexvda-298427197.html
ფინანსთა მინისტრი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა: რა საკითხები განიხილეს მხარეებმა
ფინანსთა მინისტრი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა: რა საკითხები განიხილეს მხარეებმა
Sputnik საქართველო
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. ბანკის მიერ საქართველოსთვის გაცემული... 04.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-04T14:29+0400
2026-05-04T14:29+0400
2026-05-04T14:29+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები
უზბეკეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/05/293188007_0:57:1044:644_1920x0_80_0_0_7b03d3f798563fe7d702be2e2c8434c0.jpg
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის მრავალწლიან წარმატებულ ურთიერთობებზე იმსჯელეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მასატო კანდამ სამარყანდში გამართულ შეხვედრაზე, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ADB-ის პრეზიდენტსა და მინისტრ ხუციშვილს შორის შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის 59-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც წელს უზბეკეთი მასპინძლობს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის პარტნიორობის საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო მასშტაბის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც საკვანძო როლი აქვთ როგორც საქართველოს, ისე რეგიონის განვითარებაში. შეხვედრაზე ხუციშვილმა ბანკის პრეზიდენტს გააცნო საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, მათ შორის, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი და საშუალოვადიანი პროგნოზები.ფინანსთა მინისტრმა ბანკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი წარმატებული ურთიერთობებისთვის და ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.თავის მხრივ, მასატო კანდამ აღნიშნა საქართველოს როლის გაძლიერება „შუა დერეფნის" ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების გზით და გამოთქვა მზაობა, გაგრძელდეს აქტიური თანამშრომლობა ორმხრივ და რეგიონულ დონეზე. შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ADB-ს ალტერნატიული აღმასრულებელი დირექტორი ლიზა რაითი, ADB-ს ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ლეა გუტიერესი და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები.ADB და საქართველოაზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. ბანკის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების, გრანტების და ტექნიკური დახმარების საერთო მოცულობა 6 მლრდ დოლარს შეადგენს.ADB-ის პრიორიტეტები საქართველოში არის მრავალფეროვანი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირების გაფართოება და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.ADB-ს მიზანია - ხელი შეუწყოს წარმატებულ, მრავალმხრივ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. ამავე დროს მუშაობს უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრაზე რეგიონში. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 68 წევრი ქვეყანა, მათ შორის 49 - აზიის რეგიონის ქვეყნებია.
საქართველო
უზბეკეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/05/293188007_0:0:1044:782_1920x0_80_0_0_52d6f5dbb6b27e8e070845d8559bd3df.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები, უზბეკეთი
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები, უზბეკეთი
ფინანსთა მინისტრი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა: რა საკითხები განიხილეს მხარეებმა
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. ბანკის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების, გრანტების და ტექნიკური დახმარების საერთო მოცულობა 6 მლრდ დოლარს შეადგენს.
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის მრავალწლიან წარმატებულ ურთიერთობებზე იმსჯელეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მასატო კანდამ სამარყანდში გამართულ შეხვედრაზე, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ADB-ის პრეზიდენტსა და მინისტრ ხუციშვილს შორის შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის 59-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც წელს უზბეკეთი მასპინძლობს.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის პარტნიორობის საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო მასშტაბის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც საკვანძო როლი აქვთ როგორც საქართველოს, ისე რეგიონის განვითარებაში.
შეხვედრაზე ხუციშვილმა ბანკის პრეზიდენტს გააცნო საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, მათ შორის, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი და საშუალოვადიანი პროგნოზები.
„ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ADB-ის ჩართულობაზე, რომელიც უკავშირდება „შუა დერეფნის" პროექტში საქართველოს სატრანსპორტო, ლოგისტიკური პოტენციალის, ციფრული კავშირების, ენერგოუსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებას", - ნათქვამია განცხადებაში.
ფინანსთა მინისტრმა ბანკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი წარმატებული ურთიერთობებისთვის და ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.
თავის მხრივ, მასატო კანდამ აღნიშნა საქართველოს როლის გაძლიერება „შუა დერეფნის" ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების გზით და გამოთქვა მზაობა, გაგრძელდეს აქტიური თანამშრომლობა ორმხრივ და რეგიონულ დონეზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ADB-ს ალტერნატიული აღმასრულებელი დირექტორი ლიზა რაითი, ADB-ს ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ლეა გუტიერესი და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები.
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. ბანკის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების, გრანტების და ტექნიკური დახმარების საერთო მოცულობა 6 მლრდ დოლარს შეადგენს.
ADB-ის პრიორიტეტები საქართველოში არის მრავალფეროვანი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირების გაფართოება და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.
ADB-ს მიზანია - ხელი შეუწყოს წარმატებულ, მრავალმხრივ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. ამავე დროს მუშაობს უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრაზე რეგიონში. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 68 წევრი ქვეყანა, მათ შორის 49 - აზიის რეგიონის ქვეყნებია.