https://sputnik-georgia.com/20260504/media-qartulma-portebma-soxetis-tvirtebis-nawili-miiges-298430115.html
მედია: ქართულმა პორტებმა სომხეთისკენ მიმავალი ტვირთების ნაწილი მიიღეს
მედია: ქართულმა პორტებმა სომხეთისკენ მიმავალი ტვირთების ნაწილი მიიღეს
Sputnik საქართველო
გაჭიანურებული კრიზისის პირობებში ერევნისთვის ძირითად ლოჯისტიკურ ჰაბად საქართველოს პორტები იქცა, რამაც შესაძლებელი გახადა მიწოდების სახმელეთო მონაკვეთის სამჯერ... 04.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-04T17:37+0400
2026-05-04T17:37+0400
2026-05-04T17:37+0400
საქართველო
სომხეთი
საქართველოს ეკონომიკა
ირანი
საქართველოს პორტები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/01/249118415_0:199:1600:1099_1920x0_80_0_0_d56c28233a6ed2f710243c585a41f588.jpg
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე ირანის გავლით სომხეთისკენ მიმართული ტვირთნაკადის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს პორტებში გადამისამართდა, წერს გამოცემა Transcor. ამჟამად, ირანის გავლით სომხეთში ტვირთების ტრანზიტი, პრაქტიკულად, შეჩერებულია, რადგანაც ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე ჩინეთიდან სომხეთში საქონლის მიწოდების ვადები მნიშვნელოვნად გაიზარდა. „ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე ირანის გავლით სომხეთისკენ მიმართული ტვირთნაკადის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს პორტებში გადამისამართდა“, – წერს გამოცემა. გამოცემის ინფორმაციით, ირანი სომხეთისთვის სამხრეთის მიმართულებით სატრანზიტო ქვეყნის როლს ასრულებს. სწორედ ირანის გავლით აქვს ქვეყანასწ წვდომა სპარსეთის ყურეზე, ინდოეთის ოკეანეზე, ასევე ინდოეთის, ჩინეთისა და არაბული სამყაროს ბაზრებზე. ბოლო დროს ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა. თუ ადრე ირანის გავლით ჩინეთიდან სომხეთში ტვირთების გადაზიდვას 45–60 დღე სჭირდებოდა, ახლა ტრანზიტის დრო სამ თვემდე გაიზარდა. ამასთან, სატრანსპორტო ხარჯები არსებითად არ შეცვლილა. თუ ირანის ბანდარ-აბასის პორტიდან ერევნამდე სატვირთო ავტომობილებს თითქმის 2 ათასი კილომეტრის დაფარვა უწევდათ, ფოთიდან სომხეთის დედაქალაქამდე მანძილი დაახლოებით 700 კილომეტრია.შედეგად, ლოჯისტიკური მარშრუტების ცვლილებას ხარჯების ზრდა არ მოჰყოლია. ირანული ტრანზიტის დროებითმა ბლოკირებამ გავლენა მოახდინა სომხეთის ლოჯისტიკაზე, თუმცა შედეგები კრიტიკულად არ მიიჩნევა. ყველაზე დიდი სირთულეები შორეული აღმოსავლეთიდან მომავალ ტვირთებთან დაკავშირებით შეიქმნა, მიუხედავად იმისა, რომ მათი წილი ქვეყნის სატრანსპორტო სისტემისთვის გადამწყვეტი არ არის.
საქართველო
სომხეთი
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/01/249118415_212:168:1591:1202_1920x0_80_0_0_5233bc84919658fb691f5d6d732b5b79.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სომხეთი, საქართველოს ეკონომიკა, ირანი , საქართველოს პორტები, ახალი ამბები
საქართველო, სომხეთი, საქართველოს ეკონომიკა, ირანი , საქართველოს პორტები, ახალი ამბები
მედია: ქართულმა პორტებმა სომხეთისკენ მიმავალი ტვირთების ნაწილი მიიღეს
გაჭიანურებული კრიზისის პირობებში ერევნისთვის ძირითად ლოჯისტიკურ ჰაბად საქართველოს პორტები იქცა, რამაც შესაძლებელი გახადა მიწოდების სახმელეთო მონაკვეთის სამჯერ შემცირება.
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე ირანის გავლით სომხეთისკენ მიმართული ტვირთნაკადის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს პორტებში გადამისამართდა, წერს გამოცემა Transcor.
ამჟამად, ირანის გავლით სომხეთში ტვირთების ტრანზიტი, პრაქტიკულად, შეჩერებულია, რადგანაც ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე ჩინეთიდან სომხეთში საქონლის მიწოდების ვადები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე ირანის გავლით სომხეთისკენ მიმართული ტვირთნაკადის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს პორტებში გადამისამართდა“, – წერს გამოცემა.
გამოცემის ინფორმაციით, ირანი სომხეთისთვის სამხრეთის მიმართულებით სატრანზიტო ქვეყნის როლს ასრულებს. სწორედ ირანის გავლით აქვს ქვეყანასწ წვდომა სპარსეთის ყურეზე, ინდოეთის ოკეანეზე, ასევე ინდოეთის, ჩინეთისა და არაბული სამყაროს ბაზრებზე.
ბოლო დროს ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა. თუ ადრე ირანის გავლით ჩინეთიდან სომხეთში ტვირთების გადაზიდვას 45–60 დღე სჭირდებოდა, ახლა ტრანზიტის დრო სამ თვემდე გაიზარდა. ამასთან, სატრანსპორტო ხარჯები არსებითად არ შეცვლილა.
თუ ირანის ბანდარ-აბასის პორტიდან ერევნამდე სატვირთო ავტომობილებს თითქმის 2 ათასი კილომეტრის დაფარვა უწევდათ, ფოთიდან სომხეთის დედაქალაქამდე მანძილი დაახლოებით 700 კილომეტრია.
შედეგად, ლოჯისტიკური მარშრუტების ცვლილებას ხარჯების ზრდა არ მოჰყოლია. ირანული ტრანზიტის დროებითმა ბლოკირებამ გავლენა მოახდინა სომხეთის ლოჯისტიკაზე, თუმცა შედეგები კრიტიკულად არ მიიჩნევა. ყველაზე დიდი სირთულეები შორეული აღმოსავლეთიდან მომავალ ტვირთებთან დაკავშირებით შეიქმნა, მიუხედავად იმისა, რომ მათი წილი ქვეყნის სატრანსპორტო სისტემისთვის გადამწყვეტი არ არის.