https://sputnik-georgia.com/20260504/kobaxidzem-erevanshi-shexvedrebs-shinaarsiani-uwoda-298435840.html
კობახიძემ ერევნის სამიტზე გამართულ შეხვედრებს მნიშვნელოვანი და შინაარსიანი უწოდა
კობახიძემ ერევნის სამიტზე გამართულ შეხვედრებს მნიშვნელოვანი და შინაარსიანი უწოდა
Sputnik საქართველო
პრემიერი მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე, სადაც განხილულ ძირითად თემებს შორის იყო დაკავშირებადობის საკითხი, სიტყვით გამოვიდა 04.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-04T22:13+0400
2026-05-04T22:13+0400
2026-05-04T22:43+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ქართულ–უკრაინული ურთიერთობები
უკრაინა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/15/297723091_0:75:1440:885_1920x0_80_0_0_3e6d326e4494513757baf92d4623c312.jpg
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ქართულმა მხარემ ერევანში გამართულ სამიტზე ევროპელ ლიდერებთან არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა გამართა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.საქართველოს მთავრობის მეთაური ვიზიტით ერევანში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტში. პრემიერი სომხეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.მთავრობის მეთაურის თქმით, იგი ასევე სიტყვით გამოვიდა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე, სადაც განხილულ ძირითად თემებს შორის იყო დაკავშირებადობის საკითხი.„მეხუთედ ვიღებ ამ სამიტში მონაწილეობას. მოხარული ვარ, რომ სამიტი ამ შემთხვევაში ჩვენს მეზობელ სომხეთში იმართება. ტრადიციულად გამოვიყენეთ ეს პლატფორმა. მრგვალი მაგიდის ფორმატში მქონდა გამოსვლა, სადაც საუბარი იყო დაკავშირებადობის საკითხზე, განსაკუთრებით, ენერგეტიკის მიმართულებით და ჩვენი ხედვები გავუზიარეთ კოლეგებს“, - განაცხადა კობახიძემ.საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ მას ერევანში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მეგობრული და საინტერესო საუბარი ჰქონდა. თუმცა, დასძინა, რომ შეხვედრის დახურული ფორმატის გამო, არ შეუძლია დეტალებზე საუბარი.იგი ასევე შეეხო ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან დეზინფორმაციის საკითხს და აღნიშნა, რომ ეს სერიოზული პრობლემაა, რაზეც საქართველოს ხელისუფლება მუდმივად საუბრობს.„რა თქმა უნდა, ამ სამიტში მონაწილეობდნენ კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებმაც არაერთხელ გააკეთეს უსამართლო განცხადებები ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის შესახებ, რაც ძალიან სამწუხაროა. დეტალებში არ შევალ და არ დავასახელებ სახელებს. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ; ეს არის ის რეალობა, რომელშიც მუშაობა გვიწევს“, - აღნიშნა პრემიერმა.ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტი ერევანში 4 მაისს გიმართა. აღნიშნული პლატფორმა ევროპელი ლიდერების რეგულარული (წელიწადში ორჯერ) შეხვედრებისთვისაა განკუთვნილი.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/15/297723091_80:0:1360:960_1920x0_80_0_0_f8a4609b12b2f9ea8b379c777767e4a2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ქართულ–უკრაინული ურთიერთობები, უკრაინა , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ქართულ–უკრაინული ურთიერთობები, უკრაინა , ახალი ამბები
კობახიძემ ერევნის სამიტზე გამართულ შეხვედრებს მნიშვნელოვანი და შინაარსიანი უწოდა
22:13 04.05.2026 (განახლებულია: 22:43 04.05.2026) პრემიერი მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე, სადაც განხილულ ძირითად თემებს შორის იყო დაკავშირებადობის საკითხი, სიტყვით გამოვიდა
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ქართულმა მხარემ ერევანში გამართულ სამიტზე ევროპელ ლიდერებთან არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა გამართა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
საქართველოს მთავრობის მეთაური ვიზიტით ერევანში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტში. პრემიერი სომხეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
„ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში ევროპელ ლიდერებთან საინტერესო საუბრები გვქონდა ჩვენი ქვეყნისთვის საინტერესო ყველა საკითხზე“, - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, იგი ასევე სიტყვით გამოვიდა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე, სადაც განხილულ ძირითად თემებს შორის იყო დაკავშირებადობის საკითხი.
„მეხუთედ ვიღებ ამ სამიტში მონაწილეობას. მოხარული ვარ, რომ სამიტი ამ შემთხვევაში ჩვენს მეზობელ სომხეთში იმართება. ტრადიციულად გამოვიყენეთ ეს პლატფორმა. მრგვალი მაგიდის ფორმატში მქონდა გამოსვლა, სადაც საუბარი იყო დაკავშირებადობის საკითხზე, განსაკუთრებით, ენერგეტიკის მიმართულებით და ჩვენი ხედვები გავუზიარეთ კოლეგებს“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ მას ერევანში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მეგობრული და საინტერესო საუბარი ჰქონდა. თუმცა, დასძინა, რომ შეხვედრის დახურული ფორმატის გამო, არ შეუძლია დეტალებზე საუბარი.
„მე შინაარსზე ვერაფერს ვიტყვი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო დახურული ფორმატის შეხვედრა. თუმცა, ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, რაც შედგა ჩვენს შორის. თავად პრეზიდენტმა გამოხატა ეს ინიციატივა, ჩვენ მყისიერად დავუდასტურეთ ჩვენი მზაობა და გავისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ.
იგი ასევე შეეხო ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან დეზინფორმაციის საკითხს და აღნიშნა, რომ ეს სერიოზული პრობლემაა, რაზეც საქართველოს ხელისუფლება მუდმივად საუბრობს.
„რა თქმა უნდა, ამ სამიტში მონაწილეობდნენ კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებმაც არაერთხელ გააკეთეს უსამართლო განცხადებები ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის შესახებ, რაც ძალიან სამწუხაროა. დეტალებში არ შევალ და არ დავასახელებ სახელებს. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ; ეს არის ის რეალობა, რომელშიც მუშაობა გვიწევს“, - აღნიშნა პრემიერმა.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტი ერევანში 4 მაისს გიმართა. აღნიშნული პლატფორმა ევროპელი ლიდერების რეგულარული (წელიწადში ორჯერ) შეხვედრებისთვისაა განკუთვნილი.