https://sputnik-georgia.com/20260504/fao-txilis-mwarmoeblebistvis-sagranto-programa-ganaaxla-298425032.html
FAO-მ თხილის მწარმოებლებისთვის საგრანტო პროგრამა განაახლა
FAO-მ თხილის მწარმოებლებისთვის საგრანტო პროგრამა განაახლა
Sputnik საქართველო
გრანტი გაიცემა ფერმერებზე, რომლებიც ფლობენ 0,5-დან 30 ჰექტრამდე ფართობზე გაშენებულ თხილის ბაღებს, აქვთ იურიდიული სტატუსი და აკმაყოფილებენ დამატებით ტექნიკურ... 04.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-04T12:13+0400
2026-05-04T12:13+0400
2026-05-04T12:13+0400
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
გაერო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24638/83/246388343_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_8cb4e36983ba4c238bebc20c9e747905.jpg
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), ევროკავშირისა და შვედეთის პროგრამა ENPARD IV-ის ფარგლებში, საქართველოში თხილის მცირე და საშუალო ზომის მწარმოებლებისთვის თანამონაწილეობრივი საგრანტო პროგრამა განაახლა, რომელიც მიზნად ისახავს პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებას და სურსათის უვნებლობის კონტროლის გაძლიერებას, ნათქვამია FAO-ს განცხადებაში.ინიციატივის მიზანია მოსავლის აღების შემდგომი მართვის მეთოდების გაუმჯობესება, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რომლის დროსაც არასწორმა შრობამ და შენახვამ, შესაძლოა, აფლატოქსინით დაბინძურება გამოიწვიოს, რაც პროდუქტს ბაზრისთვის უვარგისს ხდის და მწარმოებლისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ დანაკარგებს იწვევს.ტექნიკური ექსპერტიზისა და ფინანსური მხარდაჭერის შერწყმით, პროგრამა ფერმერებს საშუალებას აძლევს, გაუმჯობესებული პრაქტიკა რეალურ ინვესტიციად აქციონ.შერჩეული ბენეფიციარები მიიღებენ თანადაფინანსებას თანამედროვე აღჭურვილობის შესაძენად, რომელიც აუცილებელია მოსავლის აღების შემდგომი პროცესების უსაფრთხო და ეფექტიანი მართვისთვის. FAO-ს დონორები ინვესტიციის ღირებულების 70 პროცენტს დაფარავენ, ხოლო დარჩენილი წილის გადახდას ბენეფიციარები თავად უზრუნველყოფენ.ხელმისაწვდომი აღჭურვილობა მოიცავს თხილის ვერტიკალურ საშრობებს, დამხმარე სატრანსპორტო ლენტებს ან/და ვერტიკალურ ელევატორებს, უცხო სხეულების გამცლელებსა და თხილის გასარჩევ მაგიდებს. აღნიშნული აღჭურვილობა შეირჩა შრობის პროცესის გასაუმჯობესებლად და დაბინძურების რისკის შესამცირებლად.FAO-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წელს თანამონაწილეობრივი გრანტი საქართველოს მასშტაბით თხილის 22-მა მწარმოებელმა მიიღო, რომლის მეშვეობითაც მათ შეძლეს თანამედროვე დანადგარებში ინვესტირება და მოსავლის აღების შემდგომი პრაქტიკების გაუმჯობესება. ევროკავშირისა და შვედეთის მიერ მხარდაჭერილი ინვესტიციები ფერმერებს ეხმარება მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგების შემცირებაში, პროდუქტის ბაზარზე რეალიზების გაუმჯობესებასა და შემოსავლის ზრდაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24638/83/246388343_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_7d00de5f88f48e2cf83c12baaad970de.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, გაერო, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, გაერო, ახალი ამბები
FAO-მ თხილის მწარმოებლებისთვის საგრანტო პროგრამა განაახლა
გრანტი გაიცემა ფერმერებზე, რომლებიც ფლობენ 0,5-დან 30 ჰექტრამდე ფართობზე გაშენებულ თხილის ბაღებს, აქვთ იურიდიული სტატუსი და აკმაყოფილებენ დამატებით ტექნიკურ მოთხოვნებს.
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), ევროკავშირისა და შვედეთის პროგრამა ENPARD IV-ის ფარგლებში, საქართველოში თხილის მცირე და საშუალო ზომის მწარმოებლებისთვის თანამონაწილეობრივი საგრანტო პროგრამა განაახლა, რომელიც მიზნად ისახავს პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებას და სურსათის უვნებლობის კონტროლის გაძლიერებას, ნათქვამია FAO-ს განცხადებაში.
ინიციატივის მიზანია მოსავლის აღების შემდგომი მართვის მეთოდების გაუმჯობესება, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რომლის დროსაც არასწორმა შრობამ და შენახვამ, შესაძლოა, აფლატოქსინით დაბინძურება გამოიწვიოს, რაც პროდუქტს ბაზრისთვის უვარგისს ხდის და მწარმოებლისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ დანაკარგებს იწვევს.
გრანტები ხელმისაწვდომია სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, კახეთის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებში თხილის მწარმოებლებისთვის, რომლებმაც უკვე წარმატებით გაიარეს FAO-ს მხარდაჭერით ჩატარებული ტრენინგები თხილის წარმოების, სურსათის უვნებლობისა და მოსავლის აღების შემდგომი მართვის მიმართულებით.
ტექნიკური ექსპერტიზისა და ფინანსური მხარდაჭერის შერწყმით, პროგრამა ფერმერებს საშუალებას აძლევს, გაუმჯობესებული პრაქტიკა რეალურ ინვესტიციად აქციონ.
შერჩეული ბენეფიციარები მიიღებენ თანადაფინანსებას თანამედროვე აღჭურვილობის შესაძენად, რომელიც აუცილებელია მოსავლის აღების შემდგომი პროცესების უსაფრთხო და ეფექტიანი მართვისთვის. FAO-ს დონორები ინვესტიციის ღირებულების 70 პროცენტს დაფარავენ, ხოლო დარჩენილი წილის გადახდას ბენეფიციარები თავად უზრუნველყოფენ.
თანამონაწილეობრივი გრანტი გაიცემა ფერმერებზე, რომლებიც ფლობენ 0,5-დან 30 ჰექტრამდე ფართობზე გაშენებულ თხილის ბაღებს, აქვთ იურიდიული სტატუსი და აკმაყოფილებენ დამატებით ტექნიკურ მოთხოვნებს.
ხელმისაწვდომი აღჭურვილობა მოიცავს თხილის ვერტიკალურ საშრობებს, დამხმარე სატრანსპორტო ლენტებს ან/და ვერტიკალურ ელევატორებს, უცხო სხეულების გამცლელებსა და თხილის გასარჩევ მაგიდებს. აღნიშნული აღჭურვილობა შეირჩა შრობის პროცესის გასაუმჯობესებლად და დაბინძურების რისკის შესამცირებლად.
FAO-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წელს თანამონაწილეობრივი გრანტი საქართველოს მასშტაბით თხილის 22-მა მწარმოებელმა მიიღო, რომლის მეშვეობითაც მათ შეძლეს თანამედროვე დანადგარებში ინვესტირება და მოსავლის აღების შემდგომი პრაქტიკების გაუმჯობესება.
ევროკავშირისა და შვედეთის მიერ მხარდაჭერილი ინვესტიციები ფერმერებს ეხმარება მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგების შემცირებაში, პროდუქტის ბაზარზე რეალიზების გაუმჯობესებასა და შემოსავლის ზრდაში.