https://sputnik-georgia.com/20260503/saqartveloshi-rusuli-arkis-importi-izrdeba-298421054.html
საქართველოში რუსული არყის იმპორტი იზრდება
საქართველოში რუსული არყის იმპორტი იზრდება
Sputnik საქართველო
იანვარში ქართულმა კომპანიებმა რუსეთიდან 408,7 ათასი დოლარის ღირებულების არაყი შემოიტანეს, თებერვალში შესყიდვები 536,3 ათასამდე გაიზარდა, ხოლო მარტში – 580,8... 03.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-03T17:41+0400
2026-05-03T17:41+0400
2026-05-03T17:41+0400
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23595/83/235958366_0:159:3077:1890_1920x0_80_0_0_596edbaaf3aa36fc6a638b609afe76fe.jpg
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველო რუსეთიდან არყის იმპორტის ზრდას აგრძელებს: შესყიდვები ზედიზედ მესამე თვეა იზრდება, მარტში კი მან თითქმის 600 ათას დოლარს მიაღწია, იუწყება РИА Новости საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით. კერძოდ, იანვარში ქართულმა კომპანიებმა რუსეთიდან 408,7 ათასი დოლარის ღირებულების არაყი შემოიტანეს, მომდევნო თვეში შესყიდვები 536,3 ათასამდე გაიზარდა, მარტში კი 580,8 ათასამდე. ამრიგად, მარტში იმპორტი წლის დასაწყისთან შედარებით თითქმის 1,5-ჯერ გაიზარდა. მარტის შედეგებით, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ბაზარზე არყის უმსხვილესი მომწოდებლის პოზიცია შეინარჩუნა. შესყიდული პროდუქციის ღირებულებით შემდეგ მოდის ფინეთი (502,7 ათასი დოლარი) და ბელარუსი (261,2 ათასი დოლარი). მიმდინარე წლის მარტში საქართველომ რუსეთში სპირტიანი სასმელების ექსპორტის მოცულობა გასული წლის თებერვლიდან მინიმუმამდე შეამცირა. მარტის მონაცემებით, ამგვარი მიწოდების ღირებულებამ 9,8 მილიონი დოლარი შეადგინა — რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2025 წლის თებერვლის შემდეგ. ერთ თვეში ექსპორტი 4%-ით შემცირდა, ხოლო ერთ წელიწადში — 40%-ით. ამასთან, მთლიანი პირველი კვარტლის შედეგებით, საქართველოდან რუსეთში სპირტიანი სასმელების მიწოდება მცირედით - 2%-ით გაიზარდა და 29,8 მლნ დოლარი შეადგინა. მარტში საქართველოდან რუსეთში 9,06 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინის დისტილაციით მიღებული სპირტიანი ნაყენები იყო იმპორტირებული. (როგორც წესი, ამ კატეგორიაში შედის კონიაკი, ბრენდი და ჭაჭა). ასევე იგზავნებოდა ვისკი (506 ათასი დოლარი) და არაყი (151 ათასი). მარტში საქართველოდან რუსეთში ძირითადად განხორციელდა ღვინის დისტილაციის შედეგად მიღებული სპირტიანი სასმელების ექსპორტი, რამაც 9,06 მილნ დოლარი შეადგინა. როგორც წესი, ამ კატეგორიაში კონიაკი, ბრენდი და ჭაჭა შედის. გარდა ამისა, ექსპორტირებულია 506 ათასი დოლარის ღირებულების ვისკი და 151 ათასი დოლარის არაყი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23595/83/235958366_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_7466dd63739a313026bb036779a73340.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველოში რუსული არყის იმპორტი იზრდება
იანვარში ქართულმა კომპანიებმა რუსეთიდან 408,7 ათასი დოლარის ღირებულების არაყი შემოიტანეს, თებერვალში შესყიდვები 536,3 ათასამდე გაიზარდა, ხოლო მარტში – 580,8 ათასამდე.
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველო რუსეთიდან არყის იმპორტის ზრდას აგრძელებს: შესყიდვები ზედიზედ მესამე თვეა იზრდება, მარტში კი მან თითქმის 600 ათას დოლარს მიაღწია, იუწყება РИА Новости საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით.
კერძოდ, იანვარში ქართულმა კომპანიებმა რუსეთიდან 408,7 ათასი დოლარის ღირებულების არაყი შემოიტანეს, მომდევნო თვეში შესყიდვები 536,3 ათასამდე გაიზარდა, მარტში კი 580,8 ათასამდე.
ამრიგად, მარტში იმპორტი წლის დასაწყისთან შედარებით თითქმის 1,5-ჯერ გაიზარდა.
მარტის შედეგებით, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ბაზარზე არყის უმსხვილესი მომწოდებლის პოზიცია შეინარჩუნა. შესყიდული პროდუქციის ღირებულებით შემდეგ მოდის ფინეთი (502,7 ათასი დოლარი) და ბელარუსი (261,2 ათასი დოლარი).
მიმდინარე წლის მარტში საქართველომ რუსეთში სპირტიანი სასმელების ექსპორტის მოცულობა გასული წლის თებერვლიდან მინიმუმამდე შეამცირა.
მარტის მონაცემებით, ამგვარი მიწოდების ღირებულებამ 9,8 მილიონი დოლარი შეადგინა — რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2025 წლის თებერვლის შემდეგ. ერთ თვეში ექსპორტი 4%-ით შემცირდა, ხოლო ერთ წელიწადში — 40%-ით. ამასთან, მთლიანი პირველი კვარტლის შედეგებით, საქართველოდან რუსეთში სპირტიანი სასმელების მიწოდება მცირედით - 2%-ით გაიზარდა და 29,8 მლნ დოლარი შეადგინა.
მარტში საქართველოდან რუსეთში 9,06 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინის დისტილაციით მიღებული სპირტიანი ნაყენები იყო იმპორტირებული. (როგორც წესი, ამ კატეგორიაში შედის კონიაკი, ბრენდი და ჭაჭა). ასევე იგზავნებოდა ვისკი (506 ათასი დოლარი) და არაყი (151 ათასი).
მარტში საქართველოდან რუსეთში ძირითადად განხორციელდა ღვინის დისტილაციის შედეგად მიღებული სპირტიანი სასმელების ექსპორტი, რამაც 9,06 მილნ დოლარი შეადგინა. როგორც წესი, ამ კატეგორიაში კონიაკი, ბრენდი და ჭაჭა შედის. გარდა ამისა, ექსპორტირებულია 506 ათასი დოლარის ღირებულების ვისკი და 151 ათასი დოლარის არაყი.