https://sputnik-georgia.com/20260503/bochorishvili-dakavshirebadobashi-saqartvelos-gansakutrebuli-roli-aqvs-298421205.html
ბოჭორიშვილი: როცა დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს
ბოჭორიშვილი: როცა დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს
Sputnik საქართველო
საქართვე;ლოს პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც სომხეთი მასპინძლობს 03.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-03T18:19+0400
2026-05-03T18:19+0400
2026-05-03T18:19+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
სომხეთი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/0e/297133038_0:172:852:651_1920x0_80_0_0_65be143226cb941446b3f2705de01d88.jpg
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. როდესაც დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს და ამ ფორმატში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა მნიშვნელოვანია, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა. ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტი ერევანში 4 მაისს გაიმართება. აღნიშნული პლატფორმა ევროპელი ლიდერების რეგულარული (წელიწადში ორჯერ) შეხვედრებისთვისაა განკუთვნილი.გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში, რომლის მთავარი თემა დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოებაა.მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტის გახსნის პლენარულ სესიას და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის (ECAD) მეორე შეხვედრაში. მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც, სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანისა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სახელით, ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტში მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად გაიმართება. ირაკლი კობახიძე ერევანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/0e/297133038_0:92:852:731_1920x0_80_0_0_dfd5ec1b14457af2114ae6dd01951199.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , სომხეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, ეკონომიკა
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , სომხეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, ეკონომიკა
ბოჭორიშვილი: როცა დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს
საქართვე;ლოს პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც სომხეთი მასპინძლობს
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. როდესაც დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს და ამ ფორმატში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა მნიშვნელოვანია, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტი ერევანში 4 მაისს გაიმართება. აღნიშნული პლატფორმა ევროპელი ლიდერების რეგულარული (წელიწადში ორჯერ) შეხვედრებისთვისაა განკუთვნილი.
„ეს მნიშვნელოვანია, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, ისე, ზოგადად, ევროპის რეგიონისთვის. საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი, როდესაც ჩვენ დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ ფორმატში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა"“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში, რომლის მთავარი თემა დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოებაა.
მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტის გახსნის პლენარულ სესიას და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის (ECAD) მეორე შეხვედრაში.
მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც, სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანისა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სახელით, ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტში მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად გაიმართება.
ირაკლი კობახიძე ერევანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.