ფარიკაობა: სანდრო ბაზაძემ სამხრეთ კორეის გრანპრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

© @PHOTOPAVIAსანდრო ბაზაძე
სანდრო ბაზაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2026
გამოწერა
მაის-ივნისში ბაზაძეს მნიშვნელოვანი ტურნირები ელოდება
თბილისი, 3 მაისი - Sputnik. ქართველმა მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ სამხრეთ კორეაში გამართულ გრანპრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, იუწყება პირველი არხი.
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონისა და რეიტინგის ლიდერისთვის აღნიშნული მედალი 2026 წლის პირველი ჯილდოა.
უახლოეს მომავალში ბაზაძეს მნიშვნელოვანი ტურნირები ელის – 15-17 მაისს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი გაიმართება, 22-23 მაისს კაირო მსოფლიოს თასს უმასპინძლებს, ხოლო 16-21 ივნისს ტალინში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება, სადაც ქართველი მოფარიკავე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.
2025 წლის ივლისში სანდრო ბაზაძე კარიერაში მსოფლიო ჩემპიონი პირველად გახდა - სპორტსმენმა თბილისში გამართულ ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გარდა, სანდრო ბაზაძე ევროპის ორგზის ჩემპიონია. კონტინენტის პირველობა პირველად მან 2022 წელს თურქეთში მოიგო, ხოლო მეორედ – 2023 წელს ბულგარეთში. ქართველი მოფარიკავე 2023 წელს ასევე გახდა ევროპული თამაშების გამარჯვებულიც.
აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძე ხუთი წელია მსოფლიო რეიტინგის სათავეშია.
ყველა ახალი ამბავი
0