ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო მოთამაშეობის ნომინანტთა შორისაა

© Courtesy of Zuriko Davitashviliზურიკო დავითაშვილი
ზურიკო დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2026
გამოწერა
დავითაშვილი „სენტ-ეტიენს“ 2024 წლის ზაფხულში შეუერთდა.
თბილისი, 2 მაისი - Sputnik. „სენტ-ეტიენის“ ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო მოთამაშეობის ნომინანტთა შორისაა, ინფორმაციას საფრანგეთის პროფესიონალი ფეხბურთელების ეროვნული კავშირი (UNFP) ავრცელებს.
ორგანიზაციამ დაასახელა ხუთი მოთამაშე, რომლებიც ლიგა 2-ის ჯილდოსთვის იბრძოლებს. ზურიკო დავითაშვილის გარდა, ნომინირებულები არიან: მარტინ ადელინი („ტრუა“), ენცო ბარდელი („დუნკერკი“), ტაუფიკ ბენტაიები („ტრუა“) და ჯოვანი ვერსინი („პაუ“).
დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში 13 გოლი გაიტაბა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა, გამარჯვებული 11 მაისს პროფკავშირის დაგეგმილ ცერემონიაზე გამოვლინდება.
სეზონის დასაწყისში, „სენტ-ეტიენის“ ლიგა-2-ში ჩამოქვეითების შემდეგ დავითაშვილს არ სურდა გუნდში დარჩენა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ იგი არ გაუშვა. ახლა ქართველი ვინგერი „მწვანეთა“ ერთ-ერთი ლიდერია.
დავითაშვილი „სენტ-ეტიენს“ 2024 წლის ზაფხულში შეუერთდა. მანამდე ის ფრანგულ „ბორდოში“ თამაშობდა.
ამჟამად „სენტ-ეტიენი“ 50 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიგა 1-ში დაწინაურებისთვის იბრძვის.
ყველა ახალი ამბავი
0