https://sputnik-georgia.com/20260502/xalxis-zala-ukmayofiloa-fasebis-komisiis-musaobit-mtavari-pretenziebi-298406509.html
„ხალხის ძალა“ უკმაყოფილოა ფასების კომისიის მუშაობით - მთავარი პრეტენზიები
„ხალხის ძალა“ უკმაყოფილოა ფასების კომისიის მუშაობით - მთავარი პრეტენზიები
Sputnik საქართველო
დოკუმენტი ძირითადად სამეცნიერო ხასიათისაა, მაგრამ პარლამენტი არ არის სამეცნიერო ინსტიტუტი, ის პოლიტიკური ორგანოა და მთავრობას კონკრეტული გეგმა უნდა მიაწოდოს და... 02.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-02T19:55+0400
2026-05-02T19:55+0400
2026-05-02T19:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23230/86/232308632_0:159:3077:1889_1920x0_80_0_0_8627398640a8912cbbbcfd0926ca8ad7.jpg
თბილისი, 2 მაისი - Sputnik. საქართველოში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი საპარლამენტო დროებითი კომისიის დასკვნები არ პასუხობს თავად მთავრობის მიერ გაჟღერებულ გამოწვევებს, განაცხადა ოპოზიციური ფრაქცია „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.1 მაისს საპარლამენტო კომისიამ წარმოადგინა დასკვნა, რომელშიც გაანალიზებულია სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ბაზრები და მოცემულია რეკომენდაციები ფასების შესამცირებლად. თუმცა, კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ ფასების კონტროლი ან ხელოვნურად შემცირებული ფასები „ბაზარზე დადებით გავლენას ვერ მოახდენს“.მისი თქმით, საბოლოო დოკუმენტს აკლია კონკრეტიკა მისი განხორციელების ნაწილში. ანუ, კომისიის დასკვნა, როგორც დეპუტატი ამტკიცებს, მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა და „არ ასრულებს საზოგადოების დაკვეთას ფასების რეგულირების შესახებ“. ამიტომ, „ხალხის ძალამ“ თავი შეიკავა მისი მხარდაჭერისგან.„აღსრულების მექანიზმი თუ არ იქნა, დარჩება ეს სურვილის დონეზე, ეს არის მთავარი პრობლემა. ამ დასკვნაში უნდა იყოს მითითებები აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, დაგვიდოს პარლამენტს გეგმა, რა ვადაში აპირებს, როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას, რაც დაინახა კომისიამ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.კითხვაზე, ექნება თუ არა მათი მხარდაჭერა აღნიშნულ დოკუმენტს პარლამენტის პლენარული სხდომის სესიაზე, მაჭარაშვილის თქმით, რადგან აღნიშნული დოკუმენტი დროებითმა კომისიამ შეიმუშავა, ჯერ ბიურომ უნდა გადაწყვიტოს გავა თუ არა ის საერთოდ სესიაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23230/86/232308632_173:0:2902:2047_1920x0_80_0_0_bcc2a3f1870b5f55b6d4d5dac4a7edc3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
„ხალხის ძალა“ უკმაყოფილოა ფასების კომისიის მუშაობით - მთავარი პრეტენზიები
დოკუმენტი ძირითადად სამეცნიერო ხასიათისაა, მაგრამ პარლამენტი არ არის სამეცნიერო ინსტიტუტი, ის პოლიტიკური ორგანოა და მთავრობას კონკრეტული გეგმა უნდა მიაწოდოს და მისი განხორციელება მოითხოვოს, ამტკიცებს პოლიტიკოსი.
თბილისი, 2 მაისი - Sputnik. საქართველოში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი საპარლამენტო დროებითი კომისიის დასკვნები არ პასუხობს თავად მთავრობის მიერ გაჟღერებულ გამოწვევებს, განაცხადა ოპოზიციური ფრაქცია „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
1 მაისს საპარლამენტო კომისიამ წარმოადგინა დასკვნა, რომელშიც გაანალიზებულია სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ბაზრები და მოცემულია რეკომენდაციები ფასების შესამცირებლად. თუმცა, კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ ფასების კონტროლი ან ხელოვნურად შემცირებული ფასები „ბაზარზე დადებით გავლენას ვერ მოახდენს“.
„პირველ რიგში, უნდა ვთქვათ ის, რომ კომისიის ეს დასკვნა არ პასუხობდა იმ გამოწვევებს, რომლებზეც თავად ხელისუფლებამ დააანონსა გასული წლის ბოლოს... ეს დოკუმენტი უფრო სამეცნიერო ხასიათისაა. პარლამენტი კი არ გახლავთ სამეცნიერო დაწესებულება, ეს არის პოლიტიკური ორგანო, რომელმაც კონკრეტული გეგმა და დავალება უნდა მისცეს ხელისუფლებას და შესაბამისად მოსთხოვოს“, - განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, საბოლოო დოკუმენტს აკლია კონკრეტიკა მისი განხორციელების ნაწილში. ანუ, კომისიის დასკვნა, როგორც დეპუტატი ამტკიცებს, მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა და „არ ასრულებს საზოგადოების დაკვეთას ფასების რეგულირების შესახებ“. ამიტომ, „ხალხის ძალამ“ თავი შეიკავა მისი მხარდაჭერისგან.
„აღსრულების მექანიზმი თუ არ იქნა, დარჩება ეს სურვილის დონეზე, ეს არის მთავარი პრობლემა. ამ დასკვნაში უნდა იყოს მითითებები აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, დაგვიდოს პარლამენტს გეგმა, რა ვადაში აპირებს, როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას, რაც დაინახა კომისიამ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
კითხვაზე, ექნება თუ არა მათი მხარდაჭერა აღნიშნულ დოკუმენტს პარლამენტის პლენარული სხდომის სესიაზე, მაჭარაშვილის თქმით, რადგან აღნიშნული დოკუმენტი დროებითმა კომისიამ შეიმუშავა, ჯერ ბიურომ უნდა გადაწყვიტოს გავა თუ არა ის საერთოდ სესიაზე.