https://sputnik-georgia.com/20260502/saqartvelos-sapatriarqo-araketilmosurneebi-eklesiis-saqmeebsi-erevian-298402886.html
საქართველოს საპატრიარქო: არაკეთილმოსურნეები ეკლესიის საქმეებში ერევიან
საქართველოს საპატრიარქო: არაკეთილმოსურნეები ეკლესიის საქმეებში ერევიან
Sputnik საქართველო
განსაკუთრებით ხმამაღალი და კრიტიკული დისკუსიები ქართულ სოციალურ მედიაში გაჩაღდა 02.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-02T14:39+0400
2026-05-02T14:39+0400
2026-05-02T14:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
რელიგია
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/1c/298336332_0:0:2560:1440_1920x0_80_0_0_5016da6962e8b01d6f04739def03d279.jpg
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის არაკეთილმოსურნეები წმინდა სინოდის წევრებს შორის შუღლის დათესვას ცდილობენ, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.ბოლო დღეებში საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოების ზოგიერთი წევრი საუბრობს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და პატრიარქობის კანდიდატების წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე. განსაკუთრებით ხმამაღალი და კრიტიკული იყო განხილვები ქართულ სოციალურ მედიაში.საპატრიარქოს თვალსაზრისით, „ამ მოჩვენებითი ქომაგობითა და ზღვარსგადასული ინტერესით, პირიქით და ირიბად ცდილობენ, დააკნინონ ჩვენი პატივცემული მღვდელმთავრების ღირსება“.ამ კვირაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა პატრიარქობის სამი კანდიდატი შეარჩია - კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).გაფართოებულ კრებაზე, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში არაუგვიანეს 17 მაისს გაიმართება, შერჩეულ კანდიდატებს შორის საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ - არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმების ნახევარზე მეტს, ანუ არანაკლებ 20-ისა.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/1c/298336332_222:0:2142:1440_1920x0_80_0_0_50446c1aa4871696d391ff5de418a446.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, რელიგია, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, რელიგია, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
საქართველოს საპატრიარქო: არაკეთილმოსურნეები ეკლესიის საქმეებში ერევიან
განსაკუთრებით ხმამაღალი და კრიტიკული დისკუსიები ქართულ სოციალურ მედიაში გაჩაღდა
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის არაკეთილმოსურნეები წმინდა სინოდის წევრებს შორის შუღლის დათესვას ცდილობენ, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
ბოლო დღეებში საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოების ზოგიერთი წევრი საუბრობს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და პატრიარქობის კანდიდატების წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე. განსაკუთრებით ხმამაღალი და კრიტიკული იყო განხილვები ქართულ სოციალურ მედიაში.
„სამწუხაროდ, ვხედავთ შემთხვევებს, როდესაც ჩვენი ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ წმინდა სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა. თითქოს სიკეთისა და გულშემატკივრობის სახელით ექომაგებიან ჩვენთვის პატივსაცემ მღვდელმთავრებს და ამით ცდილობენ, წმინდა ეკლესიის სისავსეში უთანხმოება, წყენა და დაპირისპირება დათესონ“, - ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქოს თვალსაზრისით, „ამ მოჩვენებითი ქომაგობითა და ზღვარსგადასული ინტერესით, პირიქით და ირიბად ცდილობენ, დააკნინონ ჩვენი პატივცემული მღვდელმთავრების ღირსება“.
ამ კვირაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა პატრიარქობის სამი კანდიდატი შეარჩია - კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
გაფართოებულ კრებაზე, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში არაუგვიანეს 17 მაისს გაიმართება, შერჩეულ კანდიდატებს შორის საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ - არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმების ნახევარზე მეტს, ანუ არანაკლებ 20-ისა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.