საქართველოს მასშტაბით 14 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

© Sputnik / Alexander Imedashviliინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინფრასტრუქტურის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2026
გამოწერა
პროექტების განხორციელების შედეგად სკოლები 8 ათასამდე მოსწავლეს მოემსახურება
თბილისი, 2 მაისი - Sputnik. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 14 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციის ტენდერები გამოაცხადა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტების განხორციელების შედეგად სკოლები 8 ათასამდე მოსწავლეს მოემსახურება და მოიცავს როგორც რეგიონებს, ისე დედაქალაქს.
კერძოდ, პროექტები აერთიანებს: თბილისის, გორის, სამტრედიის, წყალტუბოს, ზუგდიდის, მესტიის, საჩხერის, ზესტაფონის, საგარეჯოს, ახალციხის, გარდაბნის, თელავისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში მდებარე სკოლებს.
მათ შორისაა სოფელ ატენის, ქვიტირის, შამგონას, ქვედა საზანოს, მანავის, ახალსოფლისა და ფშაველის საჯარო სკოლები, ასევე სამტრედიის N11, მესტიის N1, საჩხერის N1, ჭორვილას, ახალციხის N2, თბილისის N64 და ჭიათურის N2 სკოლები.
ხელშეკრულებები ითვალისწინებს სკოლების შენობების მდგომარეობის შეფასებას და ექსპერტების დასკვნის საფუძველზე განახლების დეტალური გეგმების მომზადებას, რაც მოიცავს შენობების სრულ რეაბილიტაციას და საჭიროების შემთხვევაში მათ გამაგრებას.
უწყების ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს სკოლების ძირითადი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, სასწავლო და ადმინისტრაციული სივრცეების განახლებას და მათ ადაპტირებას თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესის მოთხოვნებზე.
ასევე გაუმჯობესდება საინჟინრო კომუნიკაციები, მათ შორის განახლდება გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემები. უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისი გარემო და განხორციელდება ტერიტორიების კეთილმოწყობა.
ყველა ახალი ამბავი
0