https://sputnik-georgia.com/20260502/saqartvelom-da-adb-m-partnioroba-da-infrastruqturuli-proeqtebi-ganixiles-298407847.html
საქართველომ და ADB-მ პარტნიორობა და ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს
საქართველომ და ADB-მ პარტნიორობა და ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს
Sputnik საქართველო
ფინანსთა მინისტრმა ბანკის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი წარმატებული ურთიერთობებისთვის და ხაზი გაუსვა აზიის განვითარების... 02.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-02T22:46+0400
2026-05-02T22:46+0400
2026-05-02T22:46+0400
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/02/298405126_0:330:1100:949_1920x0_80_0_0_d14906632715035c9ed3aaeba7d699fa.jpg
თბილისი, 2 მაისი - Sputnik. აზიის განვითარების ბანკის (ADB) 59-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ბანკის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს, ლიზა რაითს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის პარტნიორობის საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო მასშტაბის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც საკვანძო როლი აქვთ როგორც საქართველოს, ისე რეგიონის განვითარებაში.უწყების ცნობით, შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ბანკის ალტერნატიული აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი ეველინ ლამი.„შეხვედრაზე ხაზი გაესვა ეკონომიკური და ფისკალური მართვის მდგრადობას და საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებს როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით. როგორც აღინიშნა, აზიის განვითარების ბანკი კვლავ გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას პრიორიტეტული სექტორების დაფინანსების გზით. წელს აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას უზბეკეთის რესპუბლიკა, ქალაქი სამარყანდი მასპინძლობს“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ფინანსთა მინისტრმა ბანკის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი წარმატებული ურთიერთობებისთვის და ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/02/298405126_0:227:1100:1052_1920x0_80_0_0_c771e707311b70c98657544712a082ae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
საქართველომ და ADB-მ პარტნიორობა და ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს
ფინანსთა მინისტრმა ბანკის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი წარმატებული ურთიერთობებისთვის და ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.
თბილისი, 2 მაისი - Sputnik. აზიის განვითარების ბანკის (ADB) 59-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ბანკის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს, ლიზა რაითს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის პარტნიორობის საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო მასშტაბის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც საკვანძო როლი აქვთ როგორც საქართველოს, ისე რეგიონის განვითარებაში.
უწყების ცნობით, შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ბანკის ალტერნატიული აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი ეველინ ლამი.
„შეხვედრაზე ხაზი გაესვა ეკონომიკური და ფისკალური მართვის მდგრადობას და საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებს როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით. როგორც აღინიშნა, აზიის განვითარების ბანკი კვლავ გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას პრიორიტეტული სექტორების დაფინანსების გზით. წელს აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას უზბეკეთის რესპუბლიკა, ქალაქი სამარყანდი მასპინძლობს“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფინანსთა მინისტრმა ბანკის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი წარმატებული ურთიერთობებისთვის და ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.