რამდენი ობიექტი აშენდა საქართველოში წლის დასაწყისიდან - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerმშენებლობა
მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2026
გამოწერა
ულ წელს აშენებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებზე
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ექსპლუატაციაში შევიდა 772,5 კვადრატული მეტრი საერთო ფართობის 683 ობიექტი, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რაოდენობა 2,1%-ით შემცირდა, საერთო ფართობი კი 9,5%-ით გაიზარდა.
2025 წელს აშენებული ობიექტების ორი მესამედი მოდის თბილისზე, ასევე კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებზე.
2026 წლის პირველ კვარტალში მუნიციპალურმა სამსახურებმა 2,4 მლნ კვადრატული მეტრი ფართობის ობიექტების აშენების 2,5 ათასი ნებართვა გასცეს.
2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაცემული ნებართვების რაოდენობა 4,8%-ით გაიზარდა, სავარაუდო მშენებლობების ფართობი კი 8,6%-ით შემცირდა.
გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან 75% მოდის ოთხ რეგიონზე: თბილისი, ქვემო ქართლი, კახეთი და მცხეთა-მთიანეთი.
კომპეტენტურმა ორგანოებმა წლის დასაწყისიდან ნებართვები გასცეს სხვადასხვა სახის შენობების მშენებლობაზე: მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, სავაჭრო ობიექტები, ქარხნები, სასოფლო-სამეურნეო ობიექტები და სხვ. ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.
ყველა ახალი ამბავი
0