https://sputnik-georgia.com/20260502/narekvavi-mcxeta-rkinigzis-sadguris-gzaze-mozraoba-seizrudeba-298405648.html
ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება
ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება
Sputnik საქართველო
მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია. 02.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-02T18:40+0400
2026-05-02T18:40+0400
2026-05-02T18:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ვითარება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/12/294195158_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_bc6fecf17dd6ce66c5beb1b6de5e50e6.jpg
თბილისი, 2 მაისი - Sputnik. 3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა- რკინიგზის სადგურის გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზის 1-6-ე კმ მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.უწყების ცნობით, სამუშაოების წარმოებისათვის საჭიროა 3 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით საავტომობილო გზის 0-800-ე კმ-ზე მარცხენა მხარეს არსებული ჩამსვლელი პანდუსის ჩაკეტვა.მოძრაობის ჩაკეტვის პერიოდში ნარეკვავიდან თბილისის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ქალაქ მცხეთის გავლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზისა და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესის სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით.სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის კომპლექსური მოწესრიგება. დაიგება ახალი ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ქვედა საყრდენი კედლები, ტროტუარები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და გზასთან მიერთებები. ასევე სრულად მოწესრიგდება წყალარინების სისტემა, განთავსდება საგზაო ნიშნები და შესრულდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/12/294195158_256:0:1792:1152_1920x0_80_0_0_a921a858f4eb9cb3ec638d6610f6cc43.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე
ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება
მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
თბილისი, 2 მაისი - Sputnik. 3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა- რკინიგზის სადგურის გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზის 1-6-ე კმ მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
უწყების ცნობით, სამუშაოების წარმოებისათვის საჭიროა 3 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით საავტომობილო გზის 0-800-ე კმ-ზე მარცხენა მხარეს არსებული ჩამსვლელი პანდუსის ჩაკეტვა.
მოძრაობის ჩაკეტვის პერიოდში ნარეკვავიდან თბილისის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ქალაქ მცხეთის გავლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზისა და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესის სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით.
სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის კომპლექსური მოწესრიგება. დაიგება ახალი ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ქვედა საყრდენი კედლები, ტროტუარები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და გზასთან მიერთებები. ასევე სრულად მოწესრიგდება წყალარინების სისტემა, განთავსდება საგზაო ნიშნები და შესრულდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.