https://sputnik-georgia.com/20260502/media-zelenski-vasingtonis-garese-moqmedebistvis-emzadeba-298407475.html
მედია: ზელენსკი ვაშინგტონის გარეშე მოქმედებისთვის ემზადება
მედია: ზელენსკი ვაშინგტონის გარეშე მოქმედებისთვის ემზადება
Sputnik საქართველო
ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპი საჯაროდ სულ უფრო მეტ სიმპათიას ავლენს მოსკოვის და არა კიევის მიმართ. 02.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-02T22:17+0400
2026-05-02T22:17+0400
2026-05-02T22:17+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
დონალდ ტრამპი
ვოლოდიმირ ზელენსკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/05/297963005_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_6750000efb58f206df9607815840e82d.jpg
თბილისი, 2 მაისი - Sputnik. უკრაინის პრეზიდენტი ავითარებს სტრატეგიას იმ შემთხვევისთვის, თუ ამერიკული მხარდაჭერა საბოლოოდ განულდება, წერს Politico.გამოცემის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციის ყურადღების ფოკუსი სულ უფრო მეტად სცილდება უკრაინას და თავად უკრაინელები სულ უფრო ნაკლებად ელიან დახმარებას ვაშინგტონისგან. თავის მხრივ, ზელენსკიმ გერმანულ ტელეარხ ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრამპი საჯაროდ უფრო მეტ სიმპათიას ავლენს მოსკოვის და არა კიევის მიმართ.„როგორც ჩანს... ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც გასულ წელს გულმოდგინედ ცდილობდა ტრამპის მხარდაჭერის მოპოვებას, აღარ ცდილობს აშშ-ის დარწმუნებას და მოწოდებას ჩართულობისკენ (უკრაინის კონფლიქტში - რედ.) და ამის ნაცვლად მუშაობს სტრატეგიაზე, თუ როგორ იმოქმედოს მათ გარეშე“, - ნათქვამია სტატიაში.გაზეთის ევროპულმა წყარომ ეჭვი გამოთქვა, რომ უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარება გაგრძელდება PURL-ის შეთანხმებაში გათვალისწინებული უკვე აღებული ვალდებულებების მიღმა. აღსანიშნავია, რომ ტრამპმა არაერთხელ მიანიშნა, რომ გაღიზიანებულია ზელენსკის მიერ კომპრომისზე წასვლის სურვილის არქონით.ამასობაში, დიპლომატიური პროცესი შეუჩერებლად გრძელდება. New York Times-ის ცნობით, ამერიკელი მომლაპარაკებლები მოსკოვში ახალი ვიზიტისთვის ემზადებიან, თუმცა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის და ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის შესაძლო ჩასვლის კონკრეტული თარიღები ჯერ არ არის დადგენილი.წლის დასაწყისიდან მხარეებმა მოლაპარაკებების სამი რაუნდი გამართეს, რომელთაგან ბოლო 17-18 თებერვალს ჟენევაში გაიმართა.
აშშ
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/05/297963005_273:0:3004:2048_1920x0_80_0_0_78f34b263ab1e1c0542825e7d0c5e5c8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, დონალდ ტრამპი, ვოლოდიმირ ზელენსკი
აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, დონალდ ტრამპი, ვოლოდიმირ ზელენსკი
მედია: ზელენსკი ვაშინგტონის გარეშე მოქმედებისთვის ემზადება
ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპი საჯაროდ სულ უფრო მეტ სიმპათიას ავლენს მოსკოვის და არა კიევის მიმართ.
თბილისი, 2 მაისი - Sputnik. უკრაინის პრეზიდენტი ავითარებს სტრატეგიას იმ შემთხვევისთვის, თუ ამერიკული მხარდაჭერა საბოლოოდ განულდება, წერს Politico.
გამოცემის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციის ყურადღების ფოკუსი სულ უფრო მეტად სცილდება უკრაინას და თავად უკრაინელები სულ უფრო ნაკლებად ელიან დახმარებას ვაშინგტონისგან. თავის მხრივ, ზელენსკიმ გერმანულ ტელეარხ ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრამპი საჯაროდ უფრო მეტ სიმპათიას ავლენს მოსკოვის და არა კიევის მიმართ.
„როგორც ჩანს... ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც გასულ წელს გულმოდგინედ ცდილობდა ტრამპის მხარდაჭერის მოპოვებას, აღარ ცდილობს აშშ-ის დარწმუნებას და მოწოდებას ჩართულობისკენ (უკრაინის კონფლიქტში - რედ.) და ამის ნაცვლად მუშაობს სტრატეგიაზე, თუ როგორ იმოქმედოს მათ გარეშე“, - ნათქვამია სტატიაში.
გაზეთის ევროპულმა წყარომ ეჭვი გამოთქვა, რომ უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარება გაგრძელდება PURL-ის შეთანხმებაში გათვალისწინებული უკვე აღებული ვალდებულებების მიღმა. აღსანიშნავია, რომ ტრამპმა არაერთხელ მიანიშნა, რომ გაღიზიანებულია ზელენსკის მიერ კომპრომისზე წასვლის სურვილის არქონით.
ამასობაში, დიპლომატიური პროცესი შეუჩერებლად გრძელდება. New York Times-ის ცნობით, ამერიკელი მომლაპარაკებლები მოსკოვში ახალი ვიზიტისთვის ემზადებიან, თუმცა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის და ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის შესაძლო ჩასვლის კონკრეტული თარიღები ჯერ არ არის დადგენილი.
წლის დასაწყისიდან მხარეებმა მოლაპარაკებების სამი რაუნდი გამართეს, რომელთაგან ბოლო 17-18 თებერვალს ჟენევაში გაიმართა.