ყვარელში ავარიას არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა

© video: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2026
გამოწერა
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
თბილისი, 1 მაისი - Sputnik. ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია "მთავარი".
შემთხვევა გუშინ საღამოს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოსთან მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც 5 ახალგაზრდა იმყოფებოდა, ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 17 წლის ბიჭი, მანქანაში მყოფი სხვა ახალგაზრდები კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0