რა მიზნით ჩამოდიან უცხოელები საქართველოში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2026
გამოწერა
საქართველოში ვიზიტების ძირითადი მიზნები იყო დასვენება და გართობა, ასევე ახლობლების მონახულება.
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოს 2026 წლის პირველ კვარტალში 1,3 მლნ მოგზაური ეწვია, რაც 1,1%-ით ნაკლებია ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" განცხადებაში.
15 წელს ზემოთ პირთა ვიზიტების რიცხვმა 1,2 მლნ შეადგინა, რაც 2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემზე 0,2%-ით ნაკლებია. ტურისტული ვიზიტების რიცხვმა 994,8 ათასი შეადგინა, რაც გასული წლის იანვარ-მარტის მონაცემებზე 2,5%-ით მეტია.
საქართველოში ვიზიტების ძირითადი მიზნები იყო დასვენება და გართობა, ასევე ახლობლების მონახულება.
უცხოელების საქართველოში ჩამოსვლის მიზანი 2026 წლის იანვარ-მარტში

ვიზიტის მიზანი

ვიზიტების რაოდენობა, ათასი

წილი საერთო რიცხვიდან, %

დასვენება და გართობა

544,3

46,5

ნათესავების მონახულება

332,1

28,4

ტრანზიტი სხვა ქვეყნებში

118,1

10,1

სამსახური

93,3

8

შოპინგი

55,7

4,8

სხვა

26,9

2,3

პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ტურისტი ეწვია თბილისსა და აჭარას. უცხოელები საქართველოში საშუალოდ 5,8 ღამეს ატარებდნენ.
ყველაზე მეტი ვიზიტორი იყო რუსეთიდან – 202,4 ათასი, რაც ვიზიტორების საერთო რაოდენობის 20,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის თურქეთი (წილი 18,5%) და სომხეთი (11,8%).
უცხოელებმა რუსეთიდან 230,7 ათასი ვიზიტი განახორციელეს, თურქეთიდან – 238,4 ათასი, სომხეთიდან – 160,5 ათასი ვიზიტი.
„საქსტატის“ მონაცემებით, უცხოელებმა საქართველოში დაახლოებით 2,2 მილიარდი ლარი დახარჯეს, რაც 5,2%–ით ნაკლებია, ვიდრე 2025 წლის საანგარიშო პერიოდში. ხარჯები ერთ ვიზიტზე 5,1%–ით შემცირდა და 1.897,1 ლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0