https://sputnik-georgia.com/20260501/polonetsi-saqartvelos-moqalaqe-cemit-mokles-298394015.html
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე ცემით მოკლეს
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე ცემით მოკლეს
Sputnik საქართველო
გამოძიების ვერსიით, ეჭვმიტანილები დანაშაულის ჩადენის მომენტში ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ. 01.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-01T17:19+0400
2026-05-01T17:19+0400
2026-05-01T17:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები
პოლონეთი
ქართული დიასპორა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/0c/279496294_0:145:2809:1725_1920x0_80_0_0_b9f6579319d91299843aab5a3cd4e33b.jpg
თბილისი, 1 მაისი - Sputnik. პოლონეთში საქართველოს მოქალაქე, 37 წლის მამაკაცი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია "პირველი". შემთხვევა პოლონეთის ქალაქ გოჟუვ-ველიკოპოლსკში 25 აპრილს მოხდა. ადგილობრივი გამოძიების ინფორმაციით, დაპირისპირება იმ დროს დაიწყო, როცა ღამით ქუჩაზე ქართველმა მამაკაცმა ჩაიარა. 37 წლის მამაკაცს სასიკვდილო დაზიანებები ორმა ახალგაზრდამ მიაყენა. გამოძიების თანახმად, თავდამსხმელები კაცს წიხლებსა და მუშტებს ურტყამდნენ, რის გამოც დაზიანებები იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიების ვერსიით, 23 და 25 წლის ეჭვმიტანილები დანაშაულის ჩადენის მომენტში ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ. გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენება ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება შესაძლებელი.გამოძიება მიმდინარეობს ცემის ბრალდებით, რომელმაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ბრალდებულებს ამჟამად სამთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ ორიდან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
საქართველო
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/0c/279496294_159:0:2652:1870_1920x0_80_0_0_7eb99d92c5acea529865b277871a8a96.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები, პოლონეთი , ქართული დიასპორა
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები, პოლონეთი , ქართული დიასპორა
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე ცემით მოკლეს
გამოძიების ვერსიით, ეჭვმიტანილები დანაშაულის ჩადენის მომენტში ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ.
თბილისი, 1 მაისი - Sputnik. პოლონეთში საქართველოს მოქალაქე, 37 წლის მამაკაცი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია "პირველი".
შემთხვევა პოლონეთის ქალაქ გოჟუვ-ველიკოპოლსკში 25 აპრილს მოხდა. ადგილობრივი გამოძიების ინფორმაციით, დაპირისპირება იმ დროს დაიწყო, როცა ღამით ქუჩაზე ქართველმა მამაკაცმა ჩაიარა. 37 წლის მამაკაცს სასიკვდილო დაზიანებები ორმა ახალგაზრდამ მიაყენა.
გამოძიების თანახმად, თავდამსხმელები კაცს წიხლებსა და მუშტებს ურტყამდნენ, რის გამოც დაზიანებები იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიების ვერსიით, 23 და 25 წლის ეჭვმიტანილები დანაშაულის ჩადენის მომენტში ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ.
გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენება ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება შესაძლებელი.
გამოძიება მიმდინარეობს ცემის ბრალდებით, რომელმაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ბრალდებულებს ამჟამად სამთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ ორიდან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.