https://sputnik-georgia.com/20260501/kalazem-evrokavsiri-gaakritika-da-ass-tan-urtiertobebis-gadatvirtvaze-isaubra-298395312.html
კალაძემ ევროკავშირი გააკრიტიკა და აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვაზე ისაუბრა
კალაძემ ევროკავშირი გააკრიტიკა და აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვაზე ისაუბრა
Sputnik საქართველო
ბრიუსელთან ურთიერთობებში ღრმა კრიზისის ფონზე, თბილისის მერმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან პოზიტიურ სიგნალებზე ისაუბრა 01.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-01T18:01+0400
2026-05-01T18:01+0400
2026-05-01T18:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
კახა კალაძე
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/02/294374896_0:63:1600:963_1920x0_80_0_0_bed778b1406a19227ecb9387c7e7bf96.jpg
თბილისი, 1 მაისი - Sputnik. საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებები დიპლომატიურ საქმიანობას სცილდება და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევას წარმოადგენს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ.ამას წინათ ჰერჩინსკი საგარეო უწყებაში ბრიუსელში მის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ ქვეყნის პირველ დიპლომატთან შეხვედრაზე დაიბარეს - ჰერჩინსკიმ ბრიუსელში გამართულ ფოტოგამოფენაზე „საქართველო ფოკუსში“ განაცხადა, რომ ქვეყანა „არასწორ ტრაექტორიაზეა“ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ევროპულ კურსს დაუბრუნდება. თავად დიპლომატმა შეხვედრა უკომენტაროდ დატოვა, საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ ბრიუსელის ნაბიჯები საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობას ძირს უთხრის.თბილისის მერმა დიპლომატის ბოლო განცხადებას „ძალიან მძიმე“ უწოდა და საქართველოს სიტუაციის მისეული შეფასება გააკრიტიკა. კალაძის თქმით, საქართველოში არის სტაბილურობა და მშვიდობა, ეკონომიკა ვითარდება, ამიტომ მსგავს განცხადებებს ის უსაფუძვლოდ მიიჩნევს.მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ გარე ძალები ცდილობენ ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ადრე ასეთი მცდელობები ფარული იყო, ახლა ისინი ღია გახდა და მიზნად ისახავს ლოიალური ძალების ხელისუფლებაში მოყვანას.„მთავარი მიზეზი არის ის, რომ უნდათ, ხელისუფლებაში მოიყვანონ თავიანთი აგენტები, ადამიანები, რომლებიც ყველაფრისთვის მზად არიან, რასაც დაავალებენ, ყველაფერს გააკეთებინებენ. ჩვენ ხომ გამოვიარეთ ეს ყველაფერი და ვიცით, რა მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას. ამიტომ ქვეყანა უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ და არა გარედან დასმულმა აგენტურამ“, - განაცხადა კახა კალაძემ.ოპოზიციას პულსი არ ესინჯებაკალაძის თქმით, გაერთიანების ნებისმიერი მცდელობა ან ინდივიდუალური პოლიტიკური ნაბიჯები სიტუაციას ვერ შეცვლის, რადგან, მისი აზრით, ამომრჩეველი არ უჭერს მხარს სხვა სახელმწიფოების ინტერესების გამტარებელ ძალებს.კალაძემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსახლეობას კარგად აქვს გაცნობიერებული მიმდინარე პროცესები და განასხვავებს სხვადასხვა აქტორის პოლიტიკურ პოზიციებსა და ინტერესებს.„ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არანაირი რესურსი არ აქვთ. ქართველმა ხალხმა მათ გამოუტანა განაჩენი და მიანიჭა შესაბამისი ადგილი იქ, სადაც დღეს იმყოფებიან. პულსი არ ესინჯებათ იმდენად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან ეს ადამიანები“, - განაცხადა კალაძემ.გადატვირთვამმართველი პარტიის გენმდივანმა განაცხადა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით პოზიტიური სიგნალები შეიმჩნევა და საჭიროა დიალოგი „სუფთა ფურცვლიდან“ დაიწყოს.„არის ბევრი კონკრეტული ფაქტი, რაც გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი“, - განაცხადა კალაძემ.მან გაიხსენა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის მომავალი ვიზიტი.კალაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისს პარტნიორობის განვითარება სურს, თუმცა ურთიერთობებში არამეგობრული ტონი მიუღებლად მიაჩნია.მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ ქვეყანაში არსებობენ ძალები, რომლებიც ვაშინგტონთან ურთიერთობების ნორმალიზებას ეწინააღმდეგებიან. მისი თქმით, ესენი არიან გარე გავლენის ქვეშ მოქმედი ჯგუფები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ქართული საზოგადოების ინტერესებთან.კალაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებული უთანხმოების მიუხედავად, საქართველო შეერთებულ შტატებთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას და სრულფასოვანი დიალოგის აღდგენას ელის.საქართველო და აშშსაქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.ფინანსური შეზღუდვები დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება შემოიფარგლება კომუნიკაციით დიპლომატიური მისიების მეშვეობით და ასევე სატელეფონო საუბრით პრემიერ ირაკლი კობახიძესა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/02/294374896_118:0:1483:1024_1920x0_80_0_0_0b7bacd223af0ab6b5937610530fe167.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, კახა კალაძე , ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, კახა კალაძე , ქართული ოცნება
კალაძემ ევროკავშირი გააკრიტიკა და აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვაზე ისაუბრა
ბრიუსელთან ურთიერთობებში ღრმა კრიზისის ფონზე, თბილისის მერმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან პოზიტიურ სიგნალებზე ისაუბრა
თბილისი, 1 მაისი - Sputnik. საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებები დიპლომატიურ საქმიანობას სცილდება და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევას წარმოადგენს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
ამას წინათ ჰერჩინსკი საგარეო უწყებაში ბრიუსელში მის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ ქვეყნის პირველ დიპლომატთან შეხვედრაზე დაიბარეს - ჰერჩინსკიმ ბრიუსელში გამართულ ფოტოგამოფენაზე „საქართველო ფოკუსში“ განაცხადა, რომ ქვეყანა „არასწორ ტრაექტორიაზეა“ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ევროპულ კურსს დაუბრუნდება. თავად დიპლომატმა შეხვედრა უკომენტაროდ დატოვა, საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ ბრიუსელის ნაბიჯები საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობას ძირს უთხრის.
„წარმოუდგენელი იყო ბატონი ჰერჩინსკის აღნიშნული განცხადება და სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. წარმოუდგენელია, ევროკავშირის ელჩი, რომელიც დიპლომატიური მისიითაა ამ ქვეყანაში ჩამოსული, დაკავებული უნდა იყოს დიპლომატიური საქმიანობით, დიპლომატიის გარდა ყველაფერს აკეთებს, პირდაპირ შიდა პოლიტიკურ საქმეებში ერევა თავისი განცხადებებით“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა დიპლომატის ბოლო განცხადებას „ძალიან მძიმე“ უწოდა და საქართველოს სიტუაციის მისეული შეფასება გააკრიტიკა. კალაძის თქმით, საქართველოში არის სტაბილურობა და მშვიდობა, ეკონომიკა ვითარდება, ამიტომ მსგავს განცხადებებს ის უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ გარე ძალები ცდილობენ ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ადრე ასეთი მცდელობები ფარული იყო, ახლა ისინი ღია გახდა და მიზნად ისახავს ლოიალური ძალების ხელისუფლებაში მოყვანას.
„მთავარი მიზეზი არის ის, რომ უნდათ, ხელისუფლებაში მოიყვანონ თავიანთი აგენტები, ადამიანები, რომლებიც ყველაფრისთვის მზად არიან, რასაც დაავალებენ, ყველაფერს გააკეთებინებენ. ჩვენ ხომ გამოვიარეთ ეს ყველაფერი და ვიცით, რა მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას. ამიტომ ქვეყანა უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ და არა გარედან დასმულმა აგენტურამ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ოპოზიციას პულსი არ ესინჯება
კალაძის თქმით, გაერთიანების ნებისმიერი მცდელობა ან ინდივიდუალური პოლიტიკური ნაბიჯები სიტუაციას ვერ შეცვლის, რადგან, მისი აზრით, ამომრჩეველი არ უჭერს მხარს სხვა სახელმწიფოების ინტერესების გამტარებელ ძალებს.
კალაძემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსახლეობას კარგად აქვს გაცნობიერებული მიმდინარე პროცესები და განასხვავებს სხვადასხვა აქტორის პოლიტიკურ პოზიციებსა და ინტერესებს.
„ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არანაირი რესურსი არ აქვთ. ქართველმა ხალხმა მათ გამოუტანა განაჩენი და მიანიჭა შესაბამისი ადგილი იქ, სადაც დღეს იმყოფებიან. პულსი არ ესინჯებათ იმდენად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან ეს ადამიანები“, - განაცხადა კალაძემ.
მმართველი პარტიის გენმდივანმა განაცხადა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით პოზიტიური სიგნალები შეიმჩნევა და საჭიროა დიალოგი „სუფთა ფურცვლიდან“ დაიწყოს.
„არის ბევრი კონკრეტული ფაქტი, რაც გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი“, - განაცხადა კალაძემ.
მან გაიხსენა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის მომავალი ვიზიტი.
კალაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისს პარტნიორობის განვითარება სურს, თუმცა ურთიერთობებში არამეგობრული ტონი მიუღებლად მიაჩნია.
„მტრული, არამეგობრული დამოკიდებულება, რაც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში არსებობდა ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებით, კატეგორიულად მიუღებელია. ვისმენდით ცრუ განცხადებებს, მუქარის შემცველ ტონს. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ პატივი სცეს სუვერენულ სახელმწიფოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ ქვეყანაში არსებობენ ძალები, რომლებიც ვაშინგტონთან ურთიერთობების ნორმალიზებას ეწინააღმდეგებიან. მისი თქმით, ესენი არიან გარე გავლენის ქვეშ მოქმედი ჯგუფები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ქართული საზოგადოების ინტერესებთან.
კალაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებული უთანხმოების მიუხედავად, საქართველო შეერთებულ შტატებთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას და სრულფასოვანი დიალოგის აღდგენას ელის.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
ფინანსური შეზღუდვები დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება შემოიფარგლება კომუნიკაციით დიპლომატიური მისიების მეშვეობით და ასევე სატელეფონო საუბრით პრემიერ ირაკლი კობახიძესა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის.