https://sputnik-georgia.com/20260501/ertiani-erovnuli-gamocdebi-2026-wels-298386819.html
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები 2026 წელს
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები 2026 წელს
Sputnik საქართველო
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყო და 11 მაისამდე გაგრძელდება. 01.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-01T12:31+0400
2026-05-01T12:31+0400
2026-05-01T12:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
საზოგადოება
განათლება საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251131039_0:58:1718:1024_1920x0_80_0_0_69beb238701bebd270a06ccef399d1aa.jpg
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ტესტების სირთულე არ შეცვლილა, განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ მემანიშვილმა.აბიტურიენტებს სამი საგნის ჩაბარება მოუწევთ: ქართული ენა, ერთი უცხო ენა (სავალდებულო) და ერთი არჩევითი საგანი. წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტები სწავლას უფასოდ შეძლებენ.მისი თქმით, არც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არ შეცვლილა.ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყო და 11 მაისამდე გაგრძელდება.ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების უფლება აქვთ როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, თუმცა ყველა გამოცდა უნდა ჩააბარონ ქართულ ენაზე.სამედიცინო უმაღლესებში აბიტურიენტებმა უნდა ჩააბარონ ოთხი გამოცდა: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ბიოლოგია და მეოთხე არჩევითი საგანი (მათემატიკა, ქიმია ან ფიზიკა).ხელოვნებასთან დაკავშირებულ პროგრამებზე აბიტურიენტებს შემოქმედებითი ტურის გავლა მოუწევთ, შემდეგ კი ორი გამოცდის ჩაბარება: ქართული ენა და ლიტერატურა და უცხო ენა.სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა უფასო იქნება. ჩარიცხვისთვის აბიტურიენტებმა უნდა დააგროვონ ქულების მინიმალური რაოდენობა, რომელიც თითოეული სპეციალობისთვის განსხვავებულია.კერძო უნივერსიტეტებში სწავლის საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის 3000-დან 5000 ლარამდე მერყეობს, უნივერსიტეტისა და სპეციალობის მიხედვით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251131039_251:73:1520:1024_1920x0_80_0_0_c36697df21a73e6a6f939f728a380185.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი , საზოგადოება, განათლება საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი , საზოგადოება, განათლება საქართველოში
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები 2026 წელს
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყო და 11 მაისამდე გაგრძელდება.
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ტესტების სირთულე არ შეცვლილა, განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ მემანიშვილმა.
აბიტურიენტებს სამი საგნის ჩაბარება მოუწევთ: ქართული ენა, ერთი უცხო ენა (სავალდებულო) და ერთი არჩევითი საგანი. წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტები სწავლას უფასოდ შეძლებენ.
„იგივე სირთულის ტესტებია ყოველწლიურად ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად მომზადებული და რეფორმას არანაირად არ უკავშირდება ან გართულება, ან გამარტივება, იგივე ტესტებია სირთულის თვალსაზრისით“, - განაცხადა მემანიშვილმა.
მისი თქმით, არც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არ შეცვლილა.
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყო და 11 მაისამდე გაგრძელდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების უფლება აქვთ როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, თუმცა ყველა გამოცდა უნდა ჩააბარონ ქართულ ენაზე.
სამედიცინო უმაღლესებში აბიტურიენტებმა უნდა ჩააბარონ ოთხი გამოცდა: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ბიოლოგია და მეოთხე არჩევითი საგანი (მათემატიკა, ქიმია ან ფიზიკა).
ხელოვნებასთან დაკავშირებულ პროგრამებზე აბიტურიენტებს შემოქმედებითი ტურის გავლა მოუწევთ, შემდეგ კი ორი გამოცდის ჩაბარება: ქართული ენა და ლიტერატურა და უცხო ენა.
სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა უფასო იქნება. ჩარიცხვისთვის აბიტურიენტებმა უნდა დააგროვონ ქულების მინიმალური რაოდენობა, რომელიც თითოეული სპეციალობისთვის განსხვავებულია.
კერძო უნივერსიტეტებში სწავლის საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის 3000-დან 5000 ლარამდე მერყეობს, უნივერსიტეტისა და სპეციალობის მიხედვით.