https://sputnik-georgia.com/20260430/zelenski-kievi-seertebul-statebtan-9-maisistvis-cecxlis-sewyvetaze-imsjelebs-298395875.html
ზელენსკი: კიევი შეერთებულ შტატებთან 9 მაისისთვის ცეცხლის შეწყვეტაზე იმსჯელებს
ზელენსკი: კიევი შეერთებულ შტატებთან 9 მაისისთვის ცეცხლის შეწყვეტაზე იმსჯელებს
Sputnik საქართველო
რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის დროს გამოთქვა მზადყოფნა, 9 მაისის აღნიშვნის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს. 30.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-30T18:43+0400
2026-04-30T18:43+0400
2026-05-01T15:43+0400
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
ვოლოდიმირ ზელენსკი
ვლადიმირ პუტინი
აშშ
დონალდ ტრამპი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/0c/276662492_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_b4386cefe1d12842907ce6849c4b4325.jpg
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. ვოლოდიმირ ზელენსკი ამტკიცებს, რომ უკრაინა გამარჯვების დღის აღნიშვნის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტას ვაშინგტონთან განიხილავს.ოთხშაბათს, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროს გამოთქვა მზადყოფნა, გამარჯვების დღის აღნიშვნის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს.„დავავალე ჩვენს წარმომადგენლებს, დაუკავშირდნენ აშშ-ის პრეზიდენტის გუნდს და დააზუსტონ რუსეთის მოკლევადიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადების დეტალები“, - დაწერა ზელენსკიმ თავის Telegram არხზე.როგორც ადრე Sputnik-ი წერდა, უშაკოვმა პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის დეტალებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამერიკელმა ლიდერმა მხარი დაუჭირა გამარჯვების დღეს ცეცხლის შეწყვეტის იდეას.ამავდროულად, უშაკოვის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ეს დღესასწაული „ნაციზმზე ჩვენს საერთო გამარჯვებას“ აღნიშნავს. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ევროპელებით წაქეზებული ვოლოდიმირ ზელენსკი კონფლიქტის გაჭიანურების პოლიტიკას ატარებს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.„ვლადიმირ პუტინმაც და დონალდ ტრამპმაც (სატელეფონო საუბრის დროს - Sputnik) არსებითად მსგავსი შეფასებები გამოთქვეს კიევის რეჟიმის ქცევაზე ზელენსკის მეთაურობით, რომელიც ევროპელების წაქეზებითა და მხარდაჭერით კონფლიქტის გაჭიანურების პოლიტიკას ატარებს“, - განაცხადა უშაკოვმა.
უკრაინა
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/0c/276662492_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_e0aea1103499acbac2328b4f53207fbd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , ვოლოდიმირ ზელენსკი, ვლადიმირ პუტინი, აშშ , დონალდ ტრამპი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , ვოლოდიმირ ზელენსკი, ვლადიმირ პუტინი, აშშ , დონალდ ტრამპი
ზელენსკი: კიევი შეერთებულ შტატებთან 9 მაისისთვის ცეცხლის შეწყვეტაზე იმსჯელებს
18:43 30.04.2026 (განახლებულია: 15:43 01.05.2026) რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის დროს გამოთქვა მზადყოფნა, 9 მაისის აღნიშვნის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს.
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. ვოლოდიმირ ზელენსკი ამტკიცებს, რომ უკრაინა გამარჯვების დღის აღნიშვნის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტას ვაშინგტონთან განიხილავს.
ოთხშაბათს, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროს გამოთქვა მზადყოფნა, გამარჯვების დღის აღნიშვნის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს.
„დავავალე ჩვენს წარმომადგენლებს, დაუკავშირდნენ აშშ-ის პრეზიდენტის გუნდს და დააზუსტონ რუსეთის მოკლევადიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადების დეტალები“, - დაწერა ზელენსკიმ თავის Telegram არხზე.
როგორც ადრე Sputnik-ი წერდა, უშაკოვმა პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის დეტალებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამერიკელმა ლიდერმა მხარი დაუჭირა გამარჯვების დღეს ცეცხლის შეწყვეტის იდეას.
ამავდროულად, უშაკოვის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ეს დღესასწაული „ნაციზმზე ჩვენს საერთო გამარჯვებას“ აღნიშნავს. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ევროპელებით წაქეზებული ვოლოდიმირ ზელენსკი კონფლიქტის გაჭიანურების პოლიტიკას ატარებს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.
„ვლადიმირ პუტინმაც და დონალდ ტრამპმაც (სატელეფონო საუბრის დროს - Sputnik) არსებითად მსგავსი შეფასებები გამოთქვეს კიევის რეჟიმის ქცევაზე ზელენსკის მეთაურობით, რომელიც ევროპელების წაქეზებითა და მხარდაჭერით კონფლიქტის გაჭიანურების პოლიტიკას ატარებს“, - განაცხადა უშაკოვმა.