რუსეთი საქართველოში სასუქების უმსხვილესი მომწოდებელია

© photo: Sputnik / Denis Abramov / გადასვლა მედიაბანკშისასუქები
სასუქები - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2026
გამოწერა
მარტში რუსული კომპანიების მიერ 3,1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სასუქის შემოტანა განხორციელდა
თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. რუსეთმა მარტში საქართველოს ბაზარზე სასუქების მიწოდება ხუთჯერ გაზარდა და კვლავ ამ კატეგორიის პროდუქციის უმსხვილესი იმპორტიორი გახდა, ასეთია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.
მარტში რუსული კომპანიების მიერ 3,1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სასუქის შემოტანა განხორციელდა (თებერვალში - 562.900 აშშ დოლარი), რაც 5,5-ჯერ ზრდას წარმოადგენს.
ამ რაოდენობის დიდი ნაწილი შერეული სასუქები (2,9 მილიონი აშშ დოლარი) შემოვიდა..
შედეგად, რუსეთმა კვლავ დაიბრუნა პირველი ადგილი საქართველოში სასუქების უმსხვილეს იმპორტიორებს შორის - ამ ქვეყნის წილი სასუქების იმპორტში 49,1%-ს შეადგენს. ერთი თვით ადრე ქვეყანა მეორე ადგილზე იყო, თუმცა 2025 წლის განმავლობაში მოსკოვი თბილისისთვის სასუქების მთავარ მომწოდებლად რჩებოდა.
მარტში სასუქების იმპორტის მხრივ რუსეთის შემდეგ თურქეთი (10,9%) და ესპანეთი (6,4%) მოდიან.
ყველა ახალი ამბავი
0