https://sputnik-georgia.com/20260430/rodis-ardgeba-urtiertobebi-rusetsa-da-evropas-soris-medvedevis-prognozi-298403878.html
როდის აღდგება ურთიერთობა რუსეთსა და ევროპას შორის - მედვედევის პროგნოზი
როდის აღდგება ურთიერთობა რუსეთსა და ევროპას შორის - მედვედევის პროგნოზი
Sputnik საქართველო
ევროპაში პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლისა და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების მცდელობების შემდეგაც კი, ურთიერთუნდობლობა დიდხანს შენარჩუნდება 30.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-30T23:04+0400
2026-04-30T23:04+0400
2026-05-02T14:34+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
ევროპა
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1f/265641348_0:0:2845:1600_1920x0_80_0_0_04344ef22b04a8710f0f34294ac73109.jpg
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და პარტია „ედინაია როსიას“ („ერთიანი რუსეთის“) თავმჯდომარემ, დმიტრი მედვედევმა, მოსკოვში გამართულ საგანმანათლებლო მარათონზე „ზნანიე. პერვიე“ („ცოდნა. პირველები“) სიტყვით გამოსვლისას, რუსეთსა და ევროპის ქვეყნებს შორის ურთიერთქმედების ამჟამინდელ დონეს „საზარელი“ უწოდა.მან ასევე გამოთქვა სინანული დაკარგული კონტაქტების გამო, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ კონტაქტების აღდგენა შეუძლებელია.„ევროპასთან ურთიერთობების ამჟამინდელი დონე საზარელია. გულწრფელად რომ ვთქვა, ვწუხვარ იმის გამო, რაც დავკარგეთ. მაგრამ ამის უკან დაბრუნება შეუძლებელია“, - განაცხადა მედვედევმა.პარტიის ლიდერის თქმით, ევროპაში პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლისა და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების მცდელობების შემდეგაც კი, ურთიერთუნდობლობის დონე კოლოსალური იქნება.„დიახ, შესაძლოა, ხელისუფლებაში უფრო ჭკვიანი პოლიტიკოსები მოვლენ და დავიწყებთ ურთიერთობების არქიტექტურის აგებას, მაგრამ აბსოლუტურად ცხადია, რომ ურთიერთუნდობლობის დონე (რუსეთსა და ევროპას შორის - Sputnik) კოლოსალური იქნება“, - თქვა მედვედევმა.მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპასთან კონფლიქტის სრული მოგვარება უახლოეს მომავალში შეუძლებელი იქნება - რაც დანამდვილებით ცხადია, არა ამჟამინდელი თაობის სიცოცხლეში.„ევროპასთან კონფლიქტი ეგზისტენციალური ხასიათისაა. (...) ეს კონფლიქტი, სავარაუდოდ, ერთი თაობის სიცოცხლეშიც კი არ გაქრება. ასეთი ღრმა ბზარი, წყალგამყოფი გაჩნდა ახლა ჩვენს შორის“, - ხაზგასმით აღნიშნა მედვედევმა.მისი თქმით, რუსეთ-ევროპის ურთიერთობებში შექმნილი სიტუაცია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იქნება ცეცხლსაშიში - ნაკვერჩხლის განელებას ერთი ადამიანის სიცოცხლის ხანგძლივობა დასჭირდება.
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1f/265641348_79:0:2808:2047_1920x0_80_0_0_2948f3baae66c89f04c03325783ca2ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ევროპა, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, ევროპა, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
როდის აღდგება ურთიერთობა რუსეთსა და ევროპას შორის - მედვედევის პროგნოზი
23:04 30.04.2026 (განახლებულია: 14:34 02.05.2026) ევროპაში პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლისა და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების მცდელობების შემდეგაც კი, ურთიერთუნდობლობა დიდხანს შენარჩუნდება
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და პარტია „ედინაია როსიას“ („ერთიანი რუსეთის“) თავმჯდომარემ, დმიტრი მედვედევმა, მოსკოვში გამართულ საგანმანათლებლო მარათონზე „ზნანიე. პერვიე“ („ცოდნა. პირველები“) სიტყვით გამოსვლისას, რუსეთსა და ევროპის ქვეყნებს შორის ურთიერთქმედების ამჟამინდელ დონეს „საზარელი“ უწოდა.
მან ასევე გამოთქვა სინანული დაკარგული კონტაქტების გამო, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ კონტაქტების აღდგენა შეუძლებელია.
„ევროპასთან ურთიერთობების ამჟამინდელი დონე საზარელია. გულწრფელად რომ ვთქვა, ვწუხვარ იმის გამო, რაც დავკარგეთ. მაგრამ ამის უკან დაბრუნება შეუძლებელია“, - განაცხადა მედვედევმა.
პარტიის ლიდერის თქმით, ევროპაში პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლისა და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების მცდელობების შემდეგაც კი, ურთიერთუნდობლობის დონე კოლოსალური იქნება.
„დიახ, შესაძლოა, ხელისუფლებაში უფრო ჭკვიანი პოლიტიკოსები მოვლენ და დავიწყებთ ურთიერთობების არქიტექტურის აგებას, მაგრამ აბსოლუტურად ცხადია, რომ ურთიერთუნდობლობის დონე (რუსეთსა და ევროპას შორის - Sputnik) კოლოსალური იქნება“, - თქვა მედვედევმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპასთან კონფლიქტის სრული მოგვარება უახლოეს მომავალში შეუძლებელი იქნება - რაც დანამდვილებით ცხადია, არა ამჟამინდელი თაობის სიცოცხლეში.
„ევროპასთან კონფლიქტი ეგზისტენციალური ხასიათისაა. (...) ეს კონფლიქტი, სავარაუდოდ, ერთი თაობის სიცოცხლეშიც კი არ გაქრება. ასეთი ღრმა ბზარი, წყალგამყოფი გაჩნდა ახლა ჩვენს შორის“, - ხაზგასმით აღნიშნა მედვედევმა.
მისი თქმით, რუსეთ-ევროპის ურთიერთობებში შექმნილი სიტუაცია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იქნება ცეცხლსაშიში - ნაკვერჩხლის განელებას ერთი ადამიანის სიცოცხლის ხანგძლივობა დასჭირდება.