https://sputnik-georgia.com/20260430/ra-ketdeba-saqartvelosi-brakonierobis-prevenciistvis-298375348.html
რა კეთდება საქართველოში ბრაკონიერობის პრევენციისთვის
რა კეთდება საქართველოში ბრაკონიერობის პრევენციისთვის
Sputnik საქართველო
პრევენციული ღონისძიებები ტარდება განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბრაკონიერობის ფაქტები ბოლო წლებში შედარებით ხშირია, აღნიშნავენ გარემოსდაცვითი... 30.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-30T15:11+0400
2026-04-30T15:11+0400
2026-04-30T15:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0e/284205996_0:240:1280:960_1920x0_80_0_0_b249da6cfe05ba01ddbdebc18f5b010d.jpg
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 2060 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ბადე და 60-მდე თევზმახეა ამოღებული, იუწყება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. 2026 წელს აჭარისა და გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლების მიერ პრევენციული ღონისძიებები გატარდა მდინარეებზე - ჭოროხი, ტარჩენა, ენგური, ჩხოუში, მუნჩია, ხობისწყალი, მტკვარი, ასევე, გრიგოლეთის, ფოთისა და ბაზალეთის ტბებზე, სიონისა და ჟინვალის წყალსაცავებზე. გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლების მიერ კი პრევენციული ღონისძიებები გატარდა თბილისის ზღვაზე. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა მათთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები 24-საათიან პატრულირებას და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ შეტყობინებებზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ. პარალელურად, პრევენციული ღონისძიებები ტარდება განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბრაკონიერობის ფაქტები ბოლო წლებში შედარებით ხშირია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0e/284205996_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_4aade07da323578cf452642d5ad3e99d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
რა კეთდება საქართველოში ბრაკონიერობის პრევენციისთვის
პრევენციული ღონისძიებები ტარდება განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბრაკონიერობის ფაქტები ბოლო წლებში შედარებით ხშირია, აღნიშნავენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 2060 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ბადე და 60-მდე თევზმახეა ამოღებული, იუწყება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
2026 წელს აჭარისა და გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლების მიერ პრევენციული ღონისძიებები გატარდა მდინარეებზე - ჭოროხი, ტარჩენა, ენგური, ჩხოუში, მუნჩია, ხობისწყალი, მტკვარი, ასევე, გრიგოლეთის, ფოთისა და ბაზალეთის ტბებზე, სიონისა და ჟინვალის წყალსაცავებზე. გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლების მიერ კი პრევენციული ღონისძიებები გატარდა თბილისის ზღვაზე.
"ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ჯამში 2060 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ბადე და 60-მდე თევზმახე - ე.წ. "გოდორი", "ფაცერი" და "ოჩხი". თევზმახეებსა და ბადეებში გახლართული თევზი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს", - აღნიშულია ინფორმაციაში.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა მათთვის პრიორიტეტული მიმართულებაა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები 24-საათიან პატრულირებას და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ შეტყობინებებზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ.
პარალელურად, პრევენციული ღონისძიებები ტარდება განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბრაკონიერობის ფაქტები ბოლო წლებში შედარებით ხშირია.