ქართულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2026
გამოწერა
მარტში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6,64% შეადგინა.
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2026 წლის 1-ელი აპრილის მდგომარეობით 69,47 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1,61 მლრდ ლარით ანუ 2,37%-ით მეტია 1-ელი მარტისთვის არსებულ მაჩვენებელზე, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ მასალებში.
ანგარიშის თანახმად, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 689,69 მლნ ლარით, ანუ 2,09%-ით, მოთხოვნამდე დეპოზიტები კი 916,49 მლნ ლარით, ანუ 2,63%-ით გაიზარდა.
სებ-ის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის 1-ელი აპრილის მდგომარეობით 53,4% შეადგინა, რაც 0,63 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 1-ელი მარტისთვის დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით.
მარტში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6,64% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9,01%, ხოლო უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე 2,33%.
თებერვლის ბოლოს საქართველოში 17 კომერციული ბანკი მოქმედებდა, მათგან 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალი მონაწილოებით.
ყველა ახალი ამბავი
0