საქართველო და კორეა რეგულარული ფრენების დაწყებას გეგმავენ

© photo: Sputnik / Марина Лысцеваავიაკომპანია Korean Air
ავიაკომპანია Korean Air - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2026
გამოწერა
ავიაკომპანია Korean Air-მა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ჩარტერული ფრენების შესრულების შესახებ განაცხადი უკვე წარადგინა.
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. საქართველოს საავიაციო უწყებების წარმომადგენლებმა კორეის წამყვან ავიაკომპანიებთან საქართველოსა და კორეას შორის რეგულარული რეისების დაწყების შესაძლებლობა განიხილეს, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალექსანდრე გაჩეჩილაძისა და „საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების“ გენდირექტორის ლევან მოსეშვილის ხელმძღვანელობით დელეგაციამ კორეის წამყვანი ავიაკომპანიების - Korean Air-ის და T'way Air-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
აღინიშნა, რომ ავიაკომპანია Korean Air-მა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ჩარტერული ფრენების შესრულების შესახებ განაცხადი უკვე წარადგინა.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და კორეას შორის რეგულარული ავიამიმოსვლის დაწყების შესაძლებლობები, ადგილობრივი ავიაბაზრის პოტენციალი და კორეის რესპუბლიკიდან ტურისტული ნაკადების ზრდის შესაძლებლობა.
საქართველოსა და კორეას შორის საჰაერო კავშირი წლებია ჩარტერული რეისების ფორმატში არსებობს. ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლიდან 2025 წლის ჩათვლით, ავიაკომპანიებმა ჯამში 11 ჩარტერული რეისი შეასრულეს.
ყველა ახალი ამბავი
0