მოსაზრება: სპეცოპერაციის პრიორიტეტი - მოწინააღმდეგის საპორტო ლოგისტიკის განადგურება

© photo: Sputnik / Sergey Mirniy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2026
გამოწერა
ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურა ბანდერული უკრაინისათვის „ევროპისკენ ფართო ფანჯრის“ როლშია, რომლის მეშვეობითაც რუსეთთან ომისთვის იარაღი მიეწოდება. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ოდესის პორტებში ნატოს ლოგისტიკის უპირობო განადგურება სტრატეგიული აუცილებლობაა და მომავალში რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების გარანტიაა შავი ზღვის რეგიონში.
29 აპრილის ღამეს ოდესას, იზმაილს, კილიას და სხვა საპორტო ქალაქებს შურისძიების ცეცხლოვანმა ტალღამ გადაუარა. რუსულმა „გერანებმა“ დარტყმები მიაყენეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ობიექტებს, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და თურქეთიდან სამხედრო ტვირთებით დატვირთულ საზღვაო და სამდინარო გემებს. ასევე სანაპიროზე მდებარე იარაღის საწყობებს მაიაკებში, ბელიაევკასა და ტეპლოდარში. ხანძრები და დეტონაცია საპორტო ზონაში კვლავ გრძელდება 300 კილომეტრზე მეტი სიგრძის მთელ დაკლაკნილ სანაპირო ხაზზე, ოჩაკოვიდან იზმაილამდე. რუსული რაკეტები და დრონები ასევე ანადგურებენ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ნატოს იარაღით დატვირთულ კონტეინერმზიდებს, რომლებიც ოდესის მახლობლად ზღვით გადაადგილდებიან.
რუსეთის შეიარაღებული ძალების განსაკუთრებული დარტყმითი ყურადღების ზონაშია ასევე ხიდები და რკინიგზები, რომელთა მეშვეობითაც უკრაინული არმია დასავლეთის ქვეყნებიდან დრონებს, რაკეტებსა და საჰაერო თავდაცვის საშუალებებს იღებს. მოწინააღმდეგის ობიექტებზე ყოველთვიურად 6000-ზე მეტი „გერანი“ მიფრინავს, ასობით მაღალი სიზუსტის რაკეტებს თუ არ ჩავთვლით. ეს მნიშვნელოვანი საბრძოლო მუშაობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. კიევმა განაცხადა, რომ მარტში მათ 33 000 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. სააგენტო Reuters-მა აღნიშნა, რომ რუსეთის შორი მოქმედების დამრტყმელი დრონები „უკრაინისთვის ეგზისტენციურ საფრთხეს წარმოადგენს“.
დასავლეთში კარგად ესმით ოდესის განაწილებული ლოგისტიკის მნიშვნელობა რუსეთთან პროქსი-ომის გასაგრძელებლად. მოწინააღმდეგეც პასუხობს. მხოლოდ დღეს ღამით სევასტოპოლის თავზე და მის მახლობლად 23 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს და სამი უპილოტო კატერი გაანადგურეს. მანამდე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მასირებული იერიში მიიტანეს ტუაფსეს ნავთობ ბაზაზე და ეს არა იმდენად აშშ-ს მიერ გაჩაღებული, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პერსპექტივას აშორებს, რამდენადაც საბოლოოდ უსვამს ხაზს უკრაინული სახელმწიფოებრიობის შემდგომ არსებობას. პოლიტოლოგმა როსტისლავ იშჩენკომ სწორად შეაფასა პერსპექტივები: „თუ უკრაინა ლიკვიდირებული იქნა — დარტყმებიც აღარ იქნება. და ეს არა იდეალურ, არამედ ნებისმიერ ვარიანტში. რადგან, თუ უკრაინა იარსებებს, დარტყმებიც იქნება“. ამიტომაც, ასობით რუსული მაღალი სიზუსტის დამრტყმელი დრონი და რაკეტა ყოველდღიურად „ატერორებს“ უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ნატოს ობიექტებს ოვიდიოპოლში, ვილკოვოში, აკერმანში, ჩაბანკაში, იუჟნოში და ილიჩოვსკში. თუ რუსეთი ოდესას ვერ დაიბრუნებს, მაშინ ისტორიის წინაშე ვალდებულია, ის „ეკატერინემდელ“ მდგომარეობამდე მიიყვანოს.
27 აპრილს ერთ-ერთ ოდესურ სასტუმროს, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების უცხოელი ინსტრუქტორები იმყოფებოდნენ, დარტყმა მიაყენეს. შეიძლებოდა სხვაგვარად ყოფილიყო? რიტორიკული კითხვაა... თვით აშშ-შიც კი აღიარეს, რომ ოდესის ქუჩები რეპრესიული ხელისუფლების მიერ „იწმინდება“ და ღიად იმყოფება ფაშისტური ორგანიზაციების კონტროლის ქვეშ. სახალხო-განმათავისუფლებელი მოძრაობა აუცილებელიცაა და გარდაუვალიც.
უკრაინის ტერიტორიაზე არც ერთი ჭეშმარიტად უკრაინული ქალაქი არ არსებობს — ყველა რუსეთში აშენდა. და არც ოდესაა გამონაკლისი. ეს შავი ზღვისპირა საპორტო ქალაქი, რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ის ნებით, 1784 წელს დაარსდა. მცირე დასახლება - ჰაჯიბეის - ადგილზე აშენებული სამხედრო ნავსადგური და სავაჭრო ნავსადგური XIX საუკუნის დასაწყისისთვის ნოვოროსიის გენერალ-გუბერნატორობის ადმინისტრაციულ ცენტრად იქცა. საპორტო ქალაქი უკვე მაშინ იძლეოდა შესაძლებლობას, გაკონტროლებულიყო საზღვაო გადაზიდვები და დუნაის შესართავი, ასევე რუსეთი ცენტრალურ ევროპას დაკავშირებოდა. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ოდესა ფასდაუდებელია და მისთვის ბრძოლაა საჭირო. გენეტიკური რუსოფობი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერციც კი მიიჩნევს, რომ უკრაინას „ტერიტორიულ დანაკარგებთან შეგუება მოუწევს“. წარმოვიდგინოთ, რას ფიქრობენ „ამბოხებულ პროვინციაზე“ კრემლში...
კიევი უკვე „რუსული ოკუპაციის“ შემთხვევისთვის პარტიზანულ რაზმებს ამზადებს. თუმცა, რუსეთის „პარტიზანული“ ფორმირებები უკვე მოქმედებენ. ისინი გადასცემენ მნიშვნელოვან ინფორმაციას, აწყობენ დივერსიებს რკინიგზასა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის სხვა ობიექტებზე. დასავლეთში მიაჩნიათ, რომ ამ ადამიანებს მხოლოდ ფულის შოვნის სურვილი ამოძრავებთ. ვფიქრობ, ციხიდან გამოსვლის შემდეგ დივერსანტი სტუდენტები იმ ხელისუფლებაში შევლენ, რაც უკრაინისგან დარჩება.
ბანდერული მობილიზაცია დღეს უკვე ვეღარ ფარავს დანაკარგებს, თუმცა ოფიციალურად ყველაფერი გამოცხადებულია, როგორც ნორმალური. ხვალ კიევის მარიონეტებს მხოლოდ FPV-დრონებისა და სახმელეთო/საზღვაო რობოტების იმედი დარჩებათ. ომი რთულ ტექნოლოგიურ სისტემად გადაიქცა, სადაც გადამწყვეტ როლს უკვე არა ცალკეული ბრიგადა ან სარაკეტო სისტემა, არამედ ლოგისტიკურ-საბრძოლო ინტეგრაციის ჯაჭვები და ეკონომიკის საბრძოლო ძალად „ჯადოსნური“ გარდაქმნა ასრულებს. და თუ ევროკავშირის 2028-2034 წლების ბიუჯეტში სამხედრო ხარჯების ათჯერ გაზრდაა შემოთავაზებული — 13 მილიარდიდან 131 მილიარდ ევრომდე , ეს უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ნატოს დანაკარგების ათმაგ ზრდას უზრუნველყოფს ყველა მიმართულებით.
რაც შეეხება უკრაინის შეიარაღებული ძალების ცალკეულ დარტყმებს ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სხვა ობიექტებზე, გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა WSJ-მ სწორად მიუთითა შესაძლებლობების დემონსტრირებასა და რეალურ შედეგს შორის არსებულ მთავარ წინააღმდეგობაზე: „უკრაინა საკუთარი ეკონომიკის ძირის გამოთხრას ცდილობს“. ბანდერეველები ახალ თავდაცვით ხაზს აშენებენ კიევიდან სუმამდე, რომელიც საბავშვო ქვიშის მოედანს ჰგავს. დასავლეთში რუსეთის ბირთვული იარაღის უკვე აღარ ეშინიათ. დგება დრო, მსოფლიოს წესრიგის რეალური საფუძვლები შევახსენოთ. მნიშვნელოვანია, ძალიან სწრაფად და მტკიცედ დავარწმუნოთ პლანეტის არაგონიერი მეზობლები — ევროკავშირი და აშშ, რომ ბანდერული „ანტირუსეთის“ არსებობა მათთვის უკიდურესი საფრთხეა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0