https://sputnik-georgia.com/20260429/ramden-mgzavrs-moemsaxurnen-saqartvelos-aeroportebi-298355311.html
რამდენ მგზავრს მოემსახურნენ საქართველოს აეროპორტები - მონაცემები განახლდა
რამდენ მგზავრს მოემსახურნენ საქართველოს აეროპორტები - მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო საჰაერო მიმოსვლის შემცირების მიუხედავად, საქართველომ 2026 წლის პირველ კვარტალში საჰაერო... 29.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-29T12:00+0400
2026-04-29T12:00+0400
2026-04-29T12:00+0400
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
სტატისტიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277757055_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_08d30026d78c758ac249540fd068afeb.jpg
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. საქართველოს აეროპორტები 2026 წლის იანვარ-მარტში 1,6 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ, რაც 4,3%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო საჰაერო მიმოსვლის შემცირების მიუხედავად, საქართველომ 2026 წლის პირველ კვარტალში საჰაერო მიმოსვლის მზარდი დინამიკა შეინარჩუნა.მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 7.799 სამგზავრო რეისი განხორციელდა, რაც 8,7%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. აქედან რეგულარული რეისი იყო 5.669, ხოლო ჩარტერული - 2.130. საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების საერთო მაჩვენებელი (აფრენა, დაშვება, გადაფრენა) 14,19%-ით გაიზარდა და 72.546 შეადგინა.მგზავრების გადაყვანის რაოდენობით ქართულ საავიაციო ბაზარზე უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ლიდერობს. ავიაკომპანიას ბაზრის 20% უკავია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მან გადაიყვანა 326.670 მგზავრი.საერთაშორისო რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/წილის მიხედვით შემდეგი ავიაკომპანიები ლიდერობენ: Wizz Air Hungary – 20%, Georgian Airways – 9%, Pegasus და Turkish Airlines – თითოეული 8% და Azerbaijan Airlines – 6%.გარდა ამისა, დადებითი ტენდენციები შენარჩუნდა საჰაერო ტვირთების გადაზიდვაში. 2026 წლის იანვარ-მარტში საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 10.177,48 ტონა შეადგინა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტვირთბრუნვა 32,3%-ით გაიზარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277757055_111:0:2842:2048_1920x0_80_0_0_af7cfc6946968530ced58b75dabe4cb3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, სტატისტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, სტატისტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რამდენ მგზავრს მოემსახურნენ საქართველოს აეროპორტები - მონაცემები განახლდა
ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო საჰაერო მიმოსვლის შემცირების მიუხედავად, საქართველომ 2026 წლის პირველ კვარტალში საჰაერო მიმოსვლის მზარდი დინამიკა შეინარჩუნა.
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. საქართველოს აეროპორტები 2026 წლის იანვარ-მარტში 1,6 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ, რაც 4,3%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო საჰაერო მიმოსვლის შემცირების მიუხედავად, საქართველომ 2026 წლის პირველ კვარტალში საჰაერო მიმოსვლის მზარდი დინამიკა შეინარჩუნა.
მგზავრთნაკადი საქართველოს აეროპორტებში - 2026 წლის იანვარ-მარტი
აეროპორტი | მგზავრების რაოდენობა, ადამიანი | ზრდა,% |
თბილისი | 1 099 204 | 8,0 |
ქუთაისი | 386 238 | 6,8 |
ბათუმი | 115 785 | -25,6 |
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 7.799 სამგზავრო რეისი განხორციელდა, რაც 8,7%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. აქედან რეგულარული რეისი იყო 5.669, ხოლო ჩარტერული - 2.130.
საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების საერთო მაჩვენებელი (აფრენა, დაშვება, გადაფრენა) 14,19%-ით გაიზარდა და 72.546 შეადგინა.
მგზავრების გადაყვანის რაოდენობით ქართულ საავიაციო ბაზარზე უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ლიდერობს. ავიაკომპანიას ბაზრის 20% უკავია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მან გადაიყვანა 326.670 მგზავრი.
საერთაშორისო რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/წილის მიხედვით შემდეგი ავიაკომპანიები ლიდერობენ: Wizz Air Hungary – 20%, Georgian Airways – 9%, Pegasus და Turkish Airlines – თითოეული 8% და Azerbaijan Airlines – 6%.
გარდა ამისა, დადებითი ტენდენციები შენარჩუნდა საჰაერო ტვირთების გადაზიდვაში. 2026 წლის იანვარ-მარტში საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 10.177,48 ტონა შეადგინა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტვირთბრუნვა 32,3%-ით გაიზარდა.