https://sputnik-georgia.com/20260429/psj-baierni-daamarcxa-298355040.html
კვარა-შოუ გრძელდება: ქართველმა „ბაიერნს" ორი გოლი გაუტანა
კვარა-შოუ გრძელდება: ქართველმა „ბაიერნს" ორი გოლი გაუტანა
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ფრანგული კლუბის მაისურით მიმდინარე სეზონში ჯამში 15 საგოლე მოქმედება დააგროვა - 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემა), რითაც გადაასწრო... 29.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-29T10:29+0400
2026-04-29T10:29+0400
2026-04-29T10:29+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/08/292052782_0:248:1441:1058_1920x0_80_0_0_e590c1898b5e30eeb3d25a6921310bf1.jpg
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის 2025–2026 წლების სეზონში უსმან დემბელეს რეკორდი დაამხო და გახდა „პარი სენ-ჟერმენის“ ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი ამ ტურნირის ერთ სეზონში.კვარაცხელიამ ეს ისტორიული შედეგი 28 აპრილს, მიუნხენის „ბაიერნთან“ გამართულ პირველ ნახევარფინალურ მატჩში (5:4) შესრულებული დუბლით დააფიქსირა - ქართველმა ფეხბურთელმა „ბაიერნის“ კარში გოლები 24-ე და 56-ე წუთებზე გაიტანა.საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ფრანგული კლუბის მაისურით მიმდინარე სეზონში ჯამში 15 საგოლე მოქმედება დააგროვა - 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემა), რითაც გადაასწრო უსმან დემბელეს წინა სეზონის (2024–25) რეკორდს, რომელიც 14 ქულას (8 გოლი და 6 ასისტი) შეადგენდა.ჩემპიონთა ლიგაზე საგოლე მოქმედებებით კვარაცხელიაზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ კილიან მბაპეს („რეალი") აქვს - 16.კვარაცხელია ასევე გახდა პირველი ფეხბურთელი „პსჟ"-ს ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ზედიზედ ოთხ მატჩში შეძლო გოლის გატანა. მან აიღო „მონაკოს“, „ჩელსის“ (ორივე მატჩში) და „ლივერპულის“ კარი.„პარი სენ-ჟერმენისსა" და „ბაიერნის" მატჩი პარიზში, „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე გაიმართა. ეს შეხვედრა გუნდების რიგით მე-16 ოფიციალური დაპირისპირება იყო ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე - საპასუხო შეხვედრას გუნდები უკვე მიუნხენში, 6 მაისს გამართავენ.მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბუდაპეშტში 30 მაისს შედგება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/08/292052782_0:113:1441:1193_1920x0_80_0_0_65274d44613fd4401a71f9d2fb07a337.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
კვარა-შოუ გრძელდება: ქართველმა „ბაიერნს" ორი გოლი გაუტანა
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ფრანგული კლუბის მაისურით მიმდინარე სეზონში ჯამში 15 საგოლე მოქმედება დააგროვა - 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემა), რითაც გადაასწრო უსმან დემბელეს წინა სეზონის (2024–25) რეკორდს, რომელიც 14 ქულას (8 გოლი და 6 ასისტი) შეადგენდა..
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის 2025–2026 წლების სეზონში უსმან დემბელეს რეკორდი დაამხო და გახდა „პარი სენ-ჟერმენის“ ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი ამ ტურნირის ერთ სეზონში.
კვარაცხელიამ ეს ისტორიული შედეგი 28 აპრილს, მიუნხენის „ბაიერნთან“ გამართულ პირველ ნახევარფინალურ მატჩში (5:4) შესრულებული დუბლით დააფიქსირა - ქართველმა ფეხბურთელმა „ბაიერნის“ კარში გოლები 24-ე და 56-ე წუთებზე გაიტანა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ფრანგული კლუბის მაისურით მიმდინარე სეზონში ჯამში 15 საგოლე მოქმედება დააგროვა - 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემა), რითაც გადაასწრო უსმან დემბელეს წინა სეზონის (2024–25) რეკორდს, რომელიც 14 ქულას (8 გოლი და 6 ასისტი) შეადგენდა.
ჩემპიონთა ლიგაზე საგოლე მოქმედებებით კვარაცხელიაზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ კილიან მბაპეს („რეალი") აქვს - 16.
კვარაცხელია ასევე გახდა პირველი ფეხბურთელი „პსჟ"-ს ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ზედიზედ ოთხ მატჩში შეძლო გოლის გატანა. მან აიღო „მონაკოს“, „ჩელსის“ (ორივე მატჩში) და „ლივერპულის“ კარი.
„პარი სენ-ჟერმენისსა" და „ბაიერნის" მატჩი პარიზში, „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე გაიმართა. ეს შეხვედრა გუნდების რიგით მე-16 ოფიციალური დაპირისპირება იყო ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე - საპასუხო შეხვედრას გუნდები უკვე მიუნხენში, 6 მაისს გამართავენ.
მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბუდაპეშტში 30 მაისს შედგება.