პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღება: პრემიერმა პარტიების აკრძალვის მიზეზი დაასახელა

© Courtesy of Parliament of Georgiaპარლამენ ტის სხდომათა დარბაზი
პარლამენ ტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2026
გამოწერა
კობახიძის თქმით, აღნიშნული პარტიების აკრძალვა პოლიტიკურ სპექტრს ჩაკეტილი წრის გარღვევაში დაეხმარება
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. რიგი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შედეგად 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი შეძლებს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„თუ აიკრძალება რადიკალური პოლიტიკური პარტიები, გაჩნდება სივრცე ჯანსაღი პოლიტიკური პარტიებისთვის, შესაბამისად, 2028 წელს უნდა მიიღოს მონაწილეობა ჯანსაღმა პოლიტიკურმა სპექტრმა, ეს არის ჩვენი ამოცანა, ამისათვის მივმართეთ სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს", – განაცხადა კობახიძემ.
2025 წლის ნოემბერში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველო - ლელოს“ არაკონსტიტუციურად ცნობისა და შემდგომ მათი გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. „ქართული ოცნება“ ამ პარტიებს საკონსტიტუციო წყობის დამხობაში და საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში ადანაშაულებს. მოგვიანებით სიას პარტია „ფედერალისტებიც“ დაემატა.
კობახიძის თქმით, აღნიშნული პარტიების გაუქმება დაეხმარება პოლიტიკურ სპექტრს გაარღვიოს ჩაკეტილი წრე.
„არ შეიძლება, მუდმივად ჩაკეტილ წრეზე ტრიალებდეს ქვეყანა, როდესაც ერთ მხარეს არის მმართველი პარტია და მეორე მხარეს არის რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური ოპოზიცია, ეს წრე უნდა გაირღვეს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას ხსნის იმით, რომ ამ პარტიებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მუხლის ორი პუნქტი.
პირველი ეხება „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან მის ძალადობრივ შეცვლას“. ამ ნაწილში პარტიებს ედავებიან როგორც ადამიანის უფლებების დარღვევას 2004-დან 2012 წლამდე პერიოდში, ისე პარლამენტის მუშაობის საბოტაჟის მცდელობებს 2012 წლის შემდეგ, როდესაც ისინი ოპოზიციაში აღმოჩდნენ.
მეორე — „საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“. მის დასაბუთებაში ჩართულია 2008 წლის კონფლიქტთან დაკავშირებული მოვლენები, ასევე პარტიების მოწოდებები 2022 წლიდან „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ. გარდა ამისა, პარტიებს ბრალად ედებათ უცხოური ძალის ხელშეწყობა საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში.
პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს მათი, როგორც პოლიტიკური სუბიექტების, რეგისტრაციის გაუქმებას, ხოლო მათ წევრებზე გავრცელდება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის, ასევე პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობების დაკავების აკრძალვა.
ყველა ახალი ამბავი
0