https://sputnik-georgia.com/20260429/mdinaradze-saxelmwipo-ministri-gaxda-298366098.html
კიდევ ერთი სახელმწიფო მინისტრი: პარლამენტმა მთავრობის შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო
კიდევ ერთი სახელმწიფო მინისტრი: პარლამენტმა მთავრობის შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო
Sputnik საქართველო
უკვე ცობილია, რომ აღნიშნულ პოსტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი მამუკა მდინარაძე დაიკავებს. 29.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-29T18:28+0400
2026-04-29T18:28+0400
2026-04-29T18:28+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141571_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_4f0fe7b9b02e0fbc7b36823a032d4618.jpg
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლის თანახმადაც სახელმწიფო მინისტრების რაოენობა ორამდე იზრდება, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.მთავრობის ახალი წევრის თანამდებობის სახელწოდება იქნება - სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. ამასთან ცვლილებები არ ითვალისწინებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნას და მის მატერიალურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას საკუთარ თავზე მთავრობა აიღებს. უკვე ცობილია, რომ აღნიშნულ პოსტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი მამუკა მდინარაძე დაიკავებს. მისი ოფიციალური დანიშვნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცვლილებებზე ხელმოწერისა და კანონის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ მოხდება.განათლებით იურისტმა მდინარაძემ კარიერა პოლიციაში დაიწყო და თბილისის ერთ-ერთ რაიონში გამომძიებლად მუშაობდა. შემდეგ მან ადვოკატის ლიცენზია მიიღო და 2007-2014 წლებში „თბილისის იურიდიული ცენტრის“ მმართველი პარტნიორი და ადვოკატი იყო. შემდეგ მან საკუთარი კომპანია — „მდინარაძე და პარტნიორები“ დააფუძნა. მდინარაძე სუს-ის უფროსად 2025 წლის სექტემბერში დაინიშნა. ამ პოზიციაზე ყოფნისას მან საზოგადოებას არაერთი კორუფციული სკანდალის, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისა და უცხოური ძალების მხრიდან ზეგავლენის მოხდენის ფაქტების გამოვლენით დაამახსოვრა თავი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141571_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_626ddde3d04db3458ebf9a71184ad520.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
კიდევ ერთი სახელმწიფო მინისტრი: პარლამენტმა მთავრობის შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო
უკვე ცობილია, რომ აღნიშნულ პოსტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი მამუკა მდინარაძე დაიკავებს.
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლის თანახმადაც სახელმწიფო მინისტრების რაოენობა ორამდე იზრდება, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.
მთავრობის ახალი წევრის თანამდებობის სახელწოდება იქნება - სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. ამასთან ცვლილებები არ ითვალისწინებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნას და მის მატერიალურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას საკუთარ თავზე მთავრობა აიღებს.
„სამართალდამცავ სისტემაში გადამწყვეტი რეფორმა განხორციელდა: დაემატა მნიშვნელოვანი საკოორდინაციო რგოლი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
უკვე ცობილია, რომ აღნიშნულ პოსტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი მამუკა მდინარაძე დაიკავებს. მისი ოფიციალური დანიშვნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცვლილებებზე ხელმოწერისა და კანონის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ მოხდება.
განათლებით იურისტმა მდინარაძემ კარიერა პოლიციაში დაიწყო და თბილისის ერთ-ერთ რაიონში გამომძიებლად მუშაობდა. შემდეგ მან ადვოკატის ლიცენზია მიიღო და 2007-2014 წლებში „თბილისის იურიდიული ცენტრის“ მმართველი პარტნიორი და ადვოკატი იყო. შემდეგ მან საკუთარი კომპანია — „მდინარაძე და პარტნიორები“ დააფუძნა.
მდინარაძე სუს-ის უფროსად 2025 წლის სექტემბერში დაინიშნა. ამ პოზიციაზე ყოფნისას მან საზოგადოებას არაერთი კორუფციული სკანდალის, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისა და უცხოური ძალების მხრიდან ზეგავლენის მოხდენის ფაქტების გამოვლენით დაამახსოვრა თავი.