https://sputnik-georgia.com/20260429/amerikuli-kompania-saqartveloshinavtobis-mopovebas-daiwkebs-298369473.html
ამერიკული კომპანია საქართველოში ნავთობის მოპოვებას დაიწყებს
ამერიკული კომპანია საქართველოში ნავთობის მოპოვებას დაიწყებს
Sputnik საქართველო
კომპანია Aspect Georgia LLC აშშ-ის კოლორადოს შტატშია რეგისტრირებული და წარმოადგენს ამერიკული ნავთობმომპოვებელი ჯგუფის — Aspect Holding LLC-ის ფილიალს. 29.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-29T23:00+0400
2026-04-29T23:00+0400
2026-04-29T23:00+0400
საქართველო
აშშ
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/11/293799717_0:0:3087:1737_1920x0_80_0_0_f60e20c14e69e65aeef2b94d2c9c67b9.jpg
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. საქართველოს ნავთობისა და გაზის კვლევა-მოპოვებით სექტორში ოპერირებას ახალი საერთაშორისო ინვესტორი - ამერიკული კომპანია Aspect Georgia LLC დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.უწყების ცნობით, კომპანია იმ ინვესტორთა ჯგუფს შეუერთდა, რომლებიც აღმოსავლეთ საქართველოში XIQ სალიცენზიო ფართობზე ლიცენზიით გათვალისწინებულ სამუშაოებს ახორციელებენ - Aspect Georgia LLC-ი კვლევა-მოპოვებითი სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებაში 70 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ორგანიზაციას გადაეცემა სამი კონტრაქტორი კომპანიის - Georgia Oil and Gas Limited-ის, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“და GOG SLADS Limited-ის ერთობლივი პროექტის წილი.კომპანია Aspect Georgia LLC აშშ-ის კოლორადოს შტატშია რეგისტრირებული და წარმოადგენს ამერიკული ნავთობმომპოვებელი ჯგუფის — Aspect Holding LLC-ის ფილიალს. Aspect Holding LLC-ს მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება აქვს ნავთობისა და ბუნებრივი გაზის კვლევა-მოპოვებით საქმიანობაში, მათ შორის რთული გეოლოგიური სტრუქტურების მქონე საბადოებზე. კომპანია ოპერირებს აშშ-ში, ცენტრალურ ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/11/293799717_121:0:2852:2048_1920x0_80_0_0_5a982fc7d82afe06daecb756b234b314.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, აშშ , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ამერიკული კომპანია საქართველოში ნავთობის მოპოვებას დაიწყებს
კომპანია Aspect Georgia LLC აშშ-ის კოლორადოს შტატშია რეგისტრირებული და წარმოადგენს ამერიკული ნავთობმომპოვებელი ჯგუფის — Aspect Holding LLC-ის ფილიალს.
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. საქართველოს ნავთობისა და გაზის კვლევა-მოპოვებით სექტორში ოპერირებას ახალი საერთაშორისო ინვესტორი - ამერიკული კომპანია Aspect Georgia LLC დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კომპანია იმ ინვესტორთა ჯგუფს შეუერთდა, რომლებიც აღმოსავლეთ საქართველოში XIQ სალიცენზიო ფართობზე ლიცენზიით გათვალისწინებულ სამუშაოებს ახორციელებენ - Aspect Georgia LLC-ი კვლევა-მოპოვებითი სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებაში 70 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
ორგანიზაციას გადაეცემა სამი კონტრაქტორი კომპანიის - Georgia Oil and Gas Limited-ის, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“და GOG SLADS Limited-ის ერთობლივი პროექტის წილი.
„აღნიშნულ კონტრაქტორებს შორის XIQ სალიცენზიო ფართობზე „პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება“ 2021 წლის 23 დეკემბერს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ ჩატარებული ღია საერთაშორისო ტენდერის შედეგად გაფორმდა", - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანია Aspect Georgia LLC აშშ-ის კოლორადოს შტატშია რეგისტრირებული და წარმოადგენს ამერიკული ნავთობმომპოვებელი ჯგუფის — Aspect Holding LLC-ის ფილიალს.
Aspect Holding LLC-ს მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება აქვს ნავთობისა და ბუნებრივი გაზის კვლევა-მოპოვებით საქმიანობაში, მათ შორის რთული გეოლოგიური სტრუქტურების მქონე საბადოებზე. კომპანია ოპერირებს აშშ-ში, ცენტრალურ ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში.