https://sputnik-georgia.com/20260428/suss-axali-uprosi-hyavs-298343993.html
სუს-ს ახალი უფროსი ჰყავს
სუს-ს ახალი უფროსი ჰყავს
Sputnik საქართველო
შსს-ის ყოფილი მინისტრი განათლებით იურისტია 28.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-28T17:37+0400
2026-04-28T17:37+0400
2026-04-28T17:37+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1c/293550189_0:0:801:451_1920x0_80_0_0_94e2dc98018e2c1f1b6682d47bc5f3cc.jpg
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გელა გელაძის კანდიდატურა დაამტკიცა.გელაძის კანდიდატურას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა - წინააღმდეგ წავიდა 12.გელაძე აღნიშნულ თანამდებობაზე გასულ კვირას, მას შემდეგ წარადგინეს, რაც ცნობილი გახდა, რომ სუს-ის მოქმედი უფროსი მამუკა მდინარაძე, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს დაიკავებს.სუს-ის უფროსის თანამდებობაზე დამტკიცებამდე გელაძე 2025 წლის მაისიდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.გელა გელაძეშინაგან საქმეთა ექს-მინისტრი გელა გელაძე, რომელიც განათლებით იურისტია, მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.2004 წელს იგი დაინიშნა შსს-ს დიდუბე-ჩუღურეთის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლად, ხოლო იმავე წლის ბოლოს - სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებლად.იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გამომძიებელი, მოგვიანებით დაიკავა თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს განყოფილებაში ინსპექტორის პოზიცია.2005-2006 წლებში იყო შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილე, 2007 წელს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის დეპარტამენტში – მრჩეველი, მოგვიანებით კი იუსტიცის სამინისტროს გენინსპექციის მრჩეველი.2008 წელს მან ბიზნეს-საქმიანობა დაიწყო და 2010 წლამდე შპს „ელიზი ჯგუფის“ დირექტორი იყო. 2010 წელს იგი სახელმწიფო სტრუქტურაში დაბრუნდა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე გახდა.2012 წელს დაიკავა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის პოსტი.2016-2018 წლებში დაიკავა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სამმართველოს უფროსის თანამდებობა, 2018 წელს გახდა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი.2023-2024 წლებში იყო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, მოგვიანებით კი აღნიშნული პოზიცია დაიკავა თავდაცვის სამინისტროში.2024 წელს დაიკავა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1c/293550189_45:0:754:532_1920x0_80_0_0_8c4ecfd6e83c6000e7cd4f74bd3f2a1e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
სუს-ს ახალი უფროსი ჰყავს
შსს-ის ყოფილი მინისტრი განათლებით იურისტია
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გელა გელაძის კანდიდატურა დაამტკიცა.
გელაძის კანდიდატურას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა - წინააღმდეგ წავიდა 12.
გელაძე აღნიშნულ თანამდებობაზე გასულ კვირას, მას შემდეგ წარადგინეს, რაც ცნობილი გახდა, რომ სუს-ის მოქმედი უფროსი მამუკა მდინარაძე, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს დაიკავებს.
სუს-ის უფროსის თანამდებობაზე დამტკიცებამდე გელაძე 2025 წლის მაისიდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
შინაგან საქმეთა ექს-მინისტრი გელა გელაძე, რომელიც განათლებით იურისტია, მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
2004 წელს იგი დაინიშნა შსს-ს დიდუბე-ჩუღურეთის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლად, ხოლო იმავე წლის ბოლოს - სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებლად.
იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გამომძიებელი, მოგვიანებით დაიკავა თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს განყოფილებაში ინსპექტორის პოზიცია.
2005-2006 წლებში იყო შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილე, 2007 წელს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის დეპარტამენტში – მრჩეველი, მოგვიანებით კი იუსტიცის სამინისტროს გენინსპექციის მრჩეველი.
2008 წელს მან ბიზნეს-საქმიანობა დაიწყო და 2010 წლამდე შპს „ელიზი ჯგუფის“ დირექტორი იყო. 2010 წელს იგი სახელმწიფო სტრუქტურაში დაბრუნდა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე გახდა.
2012 წელს დაიკავა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის პოსტი.
2016-2018 წლებში დაიკავა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სამმართველოს უფროსის თანამდებობა, 2018 წელს გახდა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი.
2023-2024 წლებში იყო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, მოგვიანებით კი აღნიშნული პოზიცია დაიკავა თავდაცვის სამინისტროში.
2024 წელს დაიკავა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა.