https://sputnik-georgia.com/20260428/saqartvelo-mzadaa-gvinis-msoplio-kongress-uamspinzlos-298335055.html
საქართველო მზადაა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მსოფლიო კონგრესს უმასპინძლოს
საქართველო მზადაა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მსოფლიო კონგრესს უმასპინძლოს
Sputnik საქართველო
მინისტრის თქმით, საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო 8000-წლიანი უწყვეტი ტრადიციით, წარმოადგენს განსაკუთრებულ პლატფორმას მემკვიდრეობის, თანამედროვეობის... 28.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-28T12:57+0400
2026-04-28T12:57+0400
2026-04-28T12:57+0400
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ქართული ღვინო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268641602_0:0:2501:1407_1920x0_80_0_0_605253b68a55073bdd6cfcb9f51ecf10.jpg
თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. საქართველომ 2027 წელს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მსოფლიო კონგრესის მასპინძლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.საქართველომ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ფორუმს ორჯერ უმასპინძლა: 1962 წელს - 33-ე საერთაშორისო კონგრესს და 2010 წელს — OIV-ის მერვე გენერალურ ასამბლეას. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის სპეციალური ღვინოების სიაში რვა ქართული ღვინოა შესული.სონღულაშვილმა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენდირექტორთან შეხვედრა იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართა. მინისტრმა ბარკერთან შეხვედრაზე ყურადღება ქართული ღვინის საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენის მნიშვნელობაზე გაამახვილა.როგორც მან აღნიშნა, საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო 8000-წლიანი უწყვეტი ტრადიციით, წარმოადგენს განსაკუთრებულ პლატფორმას მემკვიდრეობის, თანამედროვეობის, მეცნიერებისა და ინოვაციის გაერთიანებისთვის.სონღულაშვილმა შეხვედრაზე ქართული ღვინის სექტორში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და ყურადღება ხარისხის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე რეფორმაზე გაამახვილა. დავით სონღულაშვილმა OIV-ის გენერალური დირექტორი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღეზე მოიწვია.ღვინის ეროვნული დღე 2026 წლის 8 მაისს გაიმართება და წარმოაჩენს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის 8 000-წლიან ისტორიას და დღევანდელობას. ღვინის ეროვნული დღე გააერთიანებს საერთაშორისო და ადგილობრივ მონაწილეებს.„მოუთმენლად ველოდები 8 მაისს ღვინის ეროვნული დღის აღსანიშნად საქართველოში ვიზიტს“, - აღნიშნა ბარკერმა.ქართული ღვინის ტრადიციასაქართველოში ღვინის დამზადების ტრადიცია რვა ათას წელს ითვლის. მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურაში. ღვინისა და ვაზის გამოსახულებები გამოყენებულია ხალხურ ხელოვნებაში, სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში. 2017 წელს საერთაშორისო სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.საქართველოში დღეს ყურძნის 525 ჯიშია აღრიცხული, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268641602_0:0:2055:1541_1920x0_80_0_0_91a229ca5351c8ce48dc9c9d8a4763c7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქართული ღვინო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქართული ღვინო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო მზადაა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მსოფლიო კონგრესს უმასპინძლოს
მინისტრის თქმით, საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო 8000-წლიანი უწყვეტი ტრადიციით, წარმოადგენს განსაკუთრებულ პლატფორმას მემკვიდრეობის, თანამედროვეობის, მეცნიერებისა და ინოვაციის გაერთიანებისთვის.
თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. საქართველომ 2027 წელს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მსოფლიო კონგრესის მასპინძლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველომ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ფორუმს ორჯერ უმასპინძლა: 1962 წელს - 33-ე საერთაშორისო კონგრესს და 2010 წელს — OIV-ის მერვე გენერალურ ასამბლეას. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის სპეციალური ღვინოების სიაში რვა ქართული ღვინოა შესული.
„მოხარული ვარ მინისტრ დავით სონღულაშვილთან შეხვედრით. საქართველომ გამოთქვა მზადყოფნა, 2027 წელს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მსოფლიო კონგრესს უმასპინძლოს. ვფიქრობ, ამ ღონისძიებაში მონაწილეობა ყველასთვის საინტერესო და სასიხარულო იქნება“, — განაცხადა OIV-ის გენერალურმა დირექტორმა ჯონ ბარკერმა.
სონღულაშვილმა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენდირექტორთან შეხვედრა იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართა. მინისტრმა ბარკერთან შეხვედრაზე ყურადღება ქართული ღვინის საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო 8000-წლიანი უწყვეტი ტრადიციით, წარმოადგენს განსაკუთრებულ პლატფორმას მემკვიდრეობის, თანამედროვეობის, მეცნიერებისა და ინოვაციის გაერთიანებისთვის.
სონღულაშვილმა შეხვედრაზე ქართული ღვინის სექტორში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და ყურადღება ხარისხის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე რეფორმაზე გაამახვილა.
აღინიშნა, რომ მზარდი დინამიკაა ქართული ღვინის ცნობადობის და, შესაბამისად, ექსპორტის ზრდის მიმართულებით, რაც საერთაშორისო ბაზრების დივერსიფიკაციის, პოპულარიზაციის და მარკეტინგის კუთხით მიმდინარე კამპანიების შედეგია.
დავით სონღულაშვილმა OIV-ის გენერალური დირექტორი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღეზე მოიწვია.
ღვინის ეროვნული დღე 2026 წლის 8 მაისს გაიმართება და წარმოაჩენს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის 8 000-წლიან ისტორიას და დღევანდელობას. ღვინის ეროვნული დღე გააერთიანებს საერთაშორისო და ადგილობრივ მონაწილეებს.
„მოუთმენლად ველოდები 8 მაისს ღვინის ეროვნული დღის აღსანიშნად საქართველოში ვიზიტს“, - აღნიშნა ბარკერმა.
საქართველოში ღვინის დამზადების ტრადიცია რვა ათას წელს ითვლის. მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურაში. ღვინისა და ვაზის გამოსახულებები გამოყენებულია ხალხურ ხელოვნებაში, სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში. 2017 წელს საერთაშორისო სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.
საქართველოში დღეს ყურძნის 525 ჯიშია აღრიცხული, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.
2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.