ევროპული ფეხბურთის გრანდების დაპირისპირება: კვარაცხელიას „პსჟ" „ბაიერნს" უმასპინძლებს

© Khvicha Kvaratskhelia FanpageХвича Кварацхелия в "ПСЖ"
Хвича Кварацхелия в ПСЖ - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2026
გამოწერა
პარიზული კლუბი, როგორც ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, ტიტულის შენარჩუნებას და ფინალისკენ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას გეგმავს.
თბილისი,28 აპრილი — Sputnik. დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის ფარგლებში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლებს.
მატჩი პარიზში, „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
დღევანდელი მატჩი ამ გუნდების რიგით მე-16 ოფიციალური დაპირისპირებაა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე - საპასუხო შეხვედრას გუნდები უკვე მიუნხენში, 6 მაისს გამართავენ.
პარიზული კლუბი, როგორც ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, ტიტულის შენარჩუნებას და ფინალისკენ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას გეგმავს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია „პსჟ"-ს ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. ფრანგული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ქართველი შემტევი, რომელიც შესანისნავ ფორმაშია (16 გოლი ყველა ტურნირზე), გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოაზრება. ლუის ენრიკემ კვარაცხელია წინა ტურში „ანჟესთან“ მატჩში (3:0) დაასვენა, რათა „ბაიერნისთვის“ სრულ მზადყოფნაში ყოფილიყო.
როგორც კვარაცხელიამ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, თავს შესანიშნავ ფორმაში გრძნობს და გუნდი მოტივირებულია ტიტულის შესანარჩუნებლად.
ყველა ახალი ამბავი
0