https://sputnik-georgia.com/20260428/pensionerebs-ukanonod-migebul-ensias-apatieben-298350559.html
პენსიონერებს უკანონოდ მიღებულ პენსიას აპატიებენ
პენსიონერებს უკანონოდ მიღებულ პენსიას აპატიებენ
Sputnik საქართველო
დღეისთვის საქართველოში ასაკობრივ პენსიას ქალები 60 წლიდან, მამაკაცები კი 65 წლიდან იღებენ 28.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-28T21:27+0400
2026-04-28T21:27+0400
2026-04-28T21:27+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1a/251571518_0:45:3000:1733_1920x0_80_0_0_0a7526de5b72e809be5279a354bce370.jpg
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული პენსია, ასევე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაცია და შემწეობა ლეგალიზებულად ჩაითვლება და უკან დაბრუნებას აღარ დაექვემდებარება. ამასთან ერთად, შეწყდება უკან დაბრუნების საქმეებზე დაწყებული ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოებები.ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.კანონის თანახმად, პენსიის, ისევე როგორც კომპენსაციისა და შემწეობის შეწყვეტის საფუძველია პირის მიერ საჯარო სამსახურში საქმიანობის დაწყება, მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, გარდაცვალება და სხვა.როგორც მთავრობაში აღნიშნეს, ხშირია შემთხვევები, როდესაც დადგენილი რეგულაციებიდან გამომდინარე, ინფორმაციის გვიან მოწოდება ხდება და ამის გამო თანხები ზედმეტად გაიცემა.ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაციის ლეგალიზაცია 252 პირს შეეხება, მათ შორის 32 პირს, რომელთა მიმართ სასამართლო წარმოება მიმდინარეობს.რაც შეეხება შემწეობას, სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციის მიხედვით, შეღავათი სოციალური პაკეტის მიმღებ 304 პირს შეეხება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა 130,500 ლარია. ასევე შეღავათი შეეხება საარსებო შემწეობის მიმღებ 1.444 პირს/ოჯახს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა 2.653,678 ლარს შეადგენს.2025 წლის მონაცემებით, საქართველოში ასაკობრივი პენსიის მიმღებთა რაოდენობამ 885,5 ათასს მიაღწია - პენსიონერთა საერთო რაოდენობიდან 70,4% ქალია. პენსიონერთა თითქმის მესამედი თბილისში ცხოვრობს. მეორე ადგილზე იმერეთია, ხოლო მესამეზე - ქვემო ქართლის რეგიონი. ქვეყანაში სახელმწიფო პენსიის ზრდა ყოველწლიური ინდექსაციის ფარგლებში ხდება, რომელიც ძალაში 2021 წლის 1-ელი იანვრიდან შევიდა და ახლა იგი ყოველწლიურად ეკონომიკური ფაქტორების გათვალისინებით იზრდება. 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის მიხედვით.ამავდროულად, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეები მიიღებენ სახელმწიფო პენსიასთან ერთად დამატებით დანაზოგს სიცოცხლის ხანგრძლივობისა და დანაზოგის მთლიანი ოდენობის მიხედვით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1a/251571518_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_f8a7badd30d0e700903513983d22fb75.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
პენსიონერებს უკანონოდ მიღებულ პენსიას აპატიებენ
დღეისთვის საქართველოში ასაკობრივ პენსიას ქალები 60 წლიდან, მამაკაცები კი 65 წლიდან იღებენ
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული პენსია, ასევე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაცია და შემწეობა ლეგალიზებულად ჩაითვლება და უკან დაბრუნებას აღარ დაექვემდებარება.
ამასთან ერთად, შეწყდება უკან დაბრუნების საქმეებზე დაწყებული ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოებები.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
კანონის თანახმად, პენსიის, ისევე როგორც კომპენსაციისა და შემწეობის შეწყვეტის საფუძველია პირის მიერ საჯარო სამსახურში საქმიანობის დაწყება, მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, გარდაცვალება და სხვა.
როგორც მთავრობაში აღნიშნეს, ხშირია შემთხვევები, როდესაც დადგენილი რეგულაციებიდან გამომდინარე, ინფორმაციის გვიან მოწოდება ხდება და ამის გამო თანხები ზედმეტად გაიცემა.
პარლამენტის მიერ მიღებული კანონის შედეგად, ზედმეტად დარიცხული პენსიების შემთხვევაში, შეღავათი 1.685 პენსიონერს/გარდაცვლილის მემკვიდრეს შეეხება, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა კი 1.213, 804 ლარია.
ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაციის ლეგალიზაცია 252 პირს შეეხება, მათ შორის 32 პირს, რომელთა მიმართ სასამართლო წარმოება მიმდინარეობს.
რაც შეეხება შემწეობას, სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციის მიხედვით, შეღავათი სოციალური პაკეტის მიმღებ 304 პირს შეეხება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა 130,500 ლარია. ასევე შეღავათი შეეხება საარსებო შემწეობის მიმღებ 1.444 პირს/ოჯახს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა 2.653,678 ლარს შეადგენს.
2025 წლის მონაცემებით, საქართველოში ასაკობრივი პენსიის მიმღებთა რაოდენობამ 885,5 ათასს მიაღწია - პენსიონერთა საერთო რაოდენობიდან 70,4% ქალია. პენსიონერთა თითქმის მესამედი თბილისში ცხოვრობს. მეორე ადგილზე იმერეთია, ხოლო მესამეზე - ქვემო ქართლის რეგიონი.
დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან. 2026 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში სახელმწიფო პენსიის ოდენობა 70 წელს ზემოთ პირებისთვის 495 ლარს, მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები პირებისთვის კი 594 ლარს შეადგენს. 70 წლამდე პირებისთვის პენსია 370 ლარია, ხოლო მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები პირებისთვის - 444 ლარი.
ქვეყანაში სახელმწიფო პენსიის ზრდა ყოველწლიური ინდექსაციის ფარგლებში ხდება, რომელიც ძალაში 2021 წლის 1-ელი იანვრიდან შევიდა და ახლა იგი ყოველწლიურად ეკონომიკური ფაქტორების გათვალისინებით იზრდება. 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის მიხედვით.
ამავდროულად, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეები მიიღებენ სახელმწიფო პენსიასთან ერთად დამატებით დანაზოგს სიცოცხლის ხანგრძლივობისა და დანაზოგის მთლიანი ოდენობის მიხედვით.