https://sputnik-georgia.com/20260428/kukiis-sasaflaos-dasuptaveba-mimdinareobs-298348429.html
თბილისში მთავარ სამხედრო სამარხს 9 მაისისთვის ამზადებენ - ვიდეო
თბილისში მთავარ სამხედრო სამარხს 9 მაისისთვის ამზადებენ - ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისში კუკიის სასაფლაოს — მთავარი სამხედრო სამარხის, სადაც დიდი სამამულო ომის მონაწილეები არიან დაკრძალული, კეთილმოწყობა გრძელდება. 28.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-28T20:40+0400
2026-04-28T20:40+0400
2026-04-28T23:14+0400
საქართველო
მულტიმედია
ვიდეო
მეორე მსოფლიო ომი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/1c/298351996_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_fd5e84fbae7672c892293ae157d7b483.jpg
9 მაისისთვის მზადება 22 აპრილს დაიწყო და მოიცავს როგორც სასაფლაოს ტერიტორიას, ისე უშუალოდ მემორიალს. ადგილზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს — ტერიტორია ნარჩენებისა და ხმელი ბალახისგან იწმინდება.სასაფლაოს შესასვლელთან უკვე განაახლეს სამხედრო ტექნიკა: გადაიღება იქ განთავსებული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი.პარალელურ რეჟიმში უფრო რთული სამუშაოები — საფლავების აღწერა მიმდინარეობს. ვინაიდან ძმათა სასაფლაოებზე დაკრძალულ ჯარისკაცთა საარქივო მონაცემები დაკარგულია, სახელების აღდგენა ხელით, უშუალოდ საფლავის ქვებზე არსებული წარწერების მიხედვით ხდება.აქციის ინიციატორი საქართველოში რუსეთის ინტერესთა სექციაა. აქციას თბილისის სკოლების მოსწავლეებიც შეუერთდნენ.საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალისა და „მეხსიერების მატარებლის“ პროექტების მონაწილეებმა, დიპლომატებთან და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად, მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.ბავშვებმა სამხედრო სამარხის დასუფთავებაში მონაწილეობა, საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალის ყოველწლიური აქციის — „ჩვენ სისუფთავისთვის“ ფარგლებში მიიღეს.ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს დიპკორპუსის წარმომადგენლებმა, მათ შორის საქართველოში ბელარუსის ელჩმა ნიკოლაი როგაშჩუკმა და საქართველოში რუსეთის ინტერესთა სექციის უფროსმა დმიტრი ოსილოვმა. კუკიის სასაფლაო - ქალაქის უძველესი ნეკროპოლია, რომლის ისტორია დაახლოებით 300 წელს ითვლის. აქ არის დიდი სამამულო ომის დროინდელი ერთ-ერთი ყველაზ დიდი ძმათა სასაფლაო საქართველოში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/1c/298351996_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_ba5766caae072cad7675ef163187d1aa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მულტიმედია, ვიდეო, მეორე მსოფლიო ომი, видео
საქართველო, მულტიმედია, ვიდეო, მეორე მსოფლიო ომი, видео
თბილისში მთავარ სამხედრო სამარხს 9 მაისისთვის ამზადებენ - ვიდეო
20:40 28.04.2026 (განახლებულია: 23:14 28.04.2026) თბილისში კუკიის სასაფლაოს — მთავარი სამხედრო სამარხის, სადაც დიდი სამამულო ომის მონაწილეები არიან დაკრძალული, კეთილმოწყობა გრძელდება.
9 მაისისთვის მზადება 22 აპრილს დაიწყო და მოიცავს როგორც სასაფლაოს ტერიტორიას, ისე უშუალოდ მემორიალს. ადგილზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს — ტერიტორია ნარჩენებისა და ხმელი ბალახისგან იწმინდება.
სასაფლაოს შესასვლელთან უკვე განაახლეს სამხედრო ტექნიკა: გადაიღება იქ განთავსებული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი.
პარალელურ რეჟიმში უფრო რთული სამუშაოები — საფლავების აღწერა მიმდინარეობს. ვინაიდან ძმათა სასაფლაოებზე დაკრძალულ ჯარისკაცთა საარქივო მონაცემები დაკარგულია, სახელების აღდგენა ხელით, უშუალოდ საფლავის ქვებზე არსებული წარწერების მიხედვით ხდება.
აქციის ინიციატორი საქართველოში რუსეთის ინტერესთა სექციაა. აქციას თბილისის სკოლების მოსწავლეებიც შეუერთდნენ.
საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალისა და „მეხსიერების მატარებლის“ პროექტების მონაწილეებმა, დიპლომატებთან და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად, მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.
ბავშვებმა სამხედრო სამარხის დასუფთავებაში მონაწილეობა, საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალის ყოველწლიური აქციის — „ჩვენ სისუფთავისთვის“ ფარგლებში მიიღეს.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს დიპკორპუსის წარმომადგენლებმა, მათ შორის საქართველოში ბელარუსის ელჩმა ნიკოლაი როგაშჩუკმა და საქართველოში რუსეთის ინტერესთა სექციის უფროსმა დმიტრი ოსილოვმა.
კუკიის სასაფლაო - ქალაქის უძველესი ნეკროპოლია, რომლის ისტორია დაახლოებით 300 წელს ითვლის. აქ არის დიდი სამამულო ომის დროინდელი ერთ-ერთი ყველაზ დიდი ძმათა სასაფლაო საქართველოში.