გლდანში 20 ათას აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2026
გამოწერა
„თბილისი ენერჯი" აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. გლდანის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეეზღუდება, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი" (Tbilisi Energy).
უწყების ცნობით, გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 ათას აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება 29 აპრილის 11:00 საათიდან 30 აპრილის 10:00 საათამდე შეუწყდება.
გაზმომარაგება შეეზღუდება როგორც მოსახლეობის ნაწილს, ისე აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებს, კომერციულ და სავაჭრო ობიექტებს.
კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ აქ>>
კომპანიის ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა 30 აპრილის 10:00 სთ-იდან დაიწყება და 22:00 საათამდე დასრულდება.
„თბილისი ენერჯი" აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.
ყველა ახალი ამბავი
0