https://sputnik-georgia.com/20260428/evroparlamentarma-ilia-meoris-rols-pasdaudebeli-uwoda-298341728.html
ევროპარლამენტარმა ენისა და ტრადიციების შენარჩუნებაში ილია II-ის როლს ფასდაუდებელი უწოდა
ევროპარლამენტარმა ენისა და ტრადიციების შენარჩუნებაში ილია II-ის როლს ფასდაუდებელი უწოდა
Sputnik საქართველო
ევროდეპუტატის თქმით, სიძნელეების ეპოქაში საქართველოს პატრიარქი იქცა რწმენის, სიმამაცისა და მამობრივი სიყვარულის ცოცხალ განსახიერებად 28.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-28T16:00+0400
2026-04-28T16:00+0400
2026-04-28T16:00+0400
საქართველო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
ევროპარლამენტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/1c/298335845_0:0:649:366_1920x0_80_0_0_cd4f3afda1492e0297f90ac587c35934.jpg
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის როლი საკუთარი ხალხის სულიერი იდენტობის, ენისა და ტრადიციების შენარჩუნებაში ფასდაუდებელია, განაცხადა რუმინეთის კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე კრისტიან ტერჰესმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.მისი თქმით, ქართველმა ქრისტიანმა ერმა 2026 წლის მარტში განიცადა ღრმა და მტკივნეული დანაკარგი - მისი სულიერი ლიდერის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალება.„სიძნელეებისა და სულიერი გვალვის ეპოქაში იგი იქცა რწმენის, სიმამაცისა და მამობრივი სიყვარულის ცოცხალ განსახიერებად", - აღნიშნა ევროდეპუტატმა.დღეს საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა იმართება, რომელზეც სამ საპატრიარქო კანდიდატს გამოარჩევენ.წმინდა სინოდის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი წინამძღოლის არჩევამდე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვალდებულებებს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) ასრულებს - ილია მეორემ მიტროპოლიტი შიო (ელიზბარ) მუჯირი თანამოსაყდრედ 2017 წლის 23 ნოემბერს დაასახელა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/1c/298335845_3:0:579:432_1920x0_80_0_0_84d31a6d392b7660632dc7914bc23bcd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, ევროპარლამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, ევროპარლამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ევროპარლამენტარმა ენისა და ტრადიციების შენარჩუნებაში ილია II-ის როლს ფასდაუდებელი უწოდა
ევროდეპუტატის თქმით, სიძნელეების ეპოქაში საქართველოს პატრიარქი იქცა რწმენის, სიმამაცისა და მამობრივი სიყვარულის ცოცხალ განსახიერებად
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის როლი საკუთარი ხალხის სულიერი იდენტობის, ენისა და ტრადიციების შენარჩუნებაში ფასდაუდებელია, განაცხადა რუმინეთის კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე კრისტიან ტერჰესმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
„ღრმა თეოლოგმა და დაუღალავმა მწყემსმა, ილია II-მ დაიცვა ქართული სულიერი იდენტობა, ენა და უძველესი ტრადიციები განსაცდელის ჟამს. მისმა სიბრძნემ წარმართა ქართველი ერი როგორც დამოუკიდებლობის მოპოვების, ისე სირთულეების გადალახვის გზაზე, გააერთიანა ყველა ქართველი ლოცვაში, მოქმედებასა და იმედში", - განაცხადა ტერჰესმა.
მისი თქმით, ქართველმა ქრისტიანმა ერმა 2026 წლის მარტში განიცადა ღრმა და მტკივნეული დანაკარგი - მისი სულიერი ლიდერის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალება.
„სიძნელეებისა და სულიერი გვალვის ეპოქაში იგი იქცა რწმენის, სიმამაცისა და მამობრივი სიყვარულის ცოცხალ განსახიერებად", - აღნიშნა ევროდეპუტატმა.
დღეს საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა იმართება, რომელზეც სამ საპატრიარქო კანდიდატს გამოარჩევენ.
წმინდა სინოდის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი წინამძღოლის არჩევამდე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვალდებულებებს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) ასრულებს - ილია მეორემ მიტროპოლიტი შიო (ელიზბარ) მუჯირი თანამოსაყდრედ 2017 წლის 23 ნოემბერს დაასახელა.