https://sputnik-georgia.com/20260428/2026-martshi-txilis-eqsportis-girebuleba-gaizarda-298320781.html
2026 წლის მარტში თხილის ექსპორტის ღირებულება 39%-ით გაიზარდა
2026 წლის მარტში თხილის ექსპორტის ღირებულება 39%-ით გაიზარდა
Sputnik საქართველო
39% გასული წლის მარტთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა 8%-ით შემცირდა, თუმცა მისი ღირებულება 39%-ით გაიზარდა. 28.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-28T11:39+0400
2026-04-28T11:39+0400
2026-04-28T11:39+0400
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24638/82/246388295_0:131:2500:1537_1920x0_80_0_0_6342d156565f02a77bf0ce35db2d68f7.jpg
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. 2026 წლის მარტში საქართველოდან 14,3 მლნ დოლარის ღირებულების 1,3 ათასი ტონა თხილი იქნა ექსპორტირებული, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.თხილი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო კულტურაა, რომლის 70%-ზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებში გადის.გასული წლის მარტთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა 8%-ით (113,3 ტონით) შემცირდა, თუმცა მისი ღირებულება 39%-ით (4 მლნ დოლარით) გაიზარდა.ბოლო წლებში შეინიშნება როგორც თხილის ექსპორტის მოცულობის, ისე ფასის ზრდა, რაც გარჩეული თხილის მიწოდების მატებით არის განპირობებული.ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია (იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი), სადაც 2025 წლის 1-ელი აგვისტოდან 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით ექსპორტირებულია 10,7 ათასი ტონა თხილი. ამასთან, 1,1 ათასი ტონა თხილი ასევე ექსპორტირებულია სირიაში, 557 ტონა – რუსეთში, 515 ტონა - სომხეთსა და სხვა ქვეყნებში.დარგის დახმარებასაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან თხილის მწარმოებელი ფერმერების დახმარების პროგრამა აღარ გრძელდება.თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა როგორც მცირე, ისე მსხვილი ფერმერული მეურნეობების დახმარებას, საქართველოში 2022 წლის ნოემბერში ამოქმედდა.პროგრამის ფარგლებში ყველა ფიზიკური პირი, რომლის მფლობელობაში ან სარგებლობაშია 0,2-დან 3 ჰექტარამდე ფართობის თხილის პლანტაციები, სახელმწიფოსგან 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით სუბსიდირებას იღებდა. პროგრამის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 20 მლნ ლარი იყო.სახელმწიფო დახმარება დარგისთვის აუცილებელი გახდა, რადგანაც 2017 წელს აზიური ფაროსანას გავრცელების გამო თხილის წარმოების მოცულობა, ხარისხი და ექსპორტი შემცირდა. მავნებლების წინააღმდეგ მასშტაბურმა ზომებმა, რომლებიც დღემდე გრძელდება, შედეგი გამოიღო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24638/82/246388295_137:0:2362:1669_1920x0_80_0_0_e98cfb55d996ed3ea1a400efe2db869b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
2026 წლის მარტში თხილის ექსპორტის ღირებულება 39%-ით გაიზარდა
39% გასული წლის მარტთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა 8%-ით შემცირდა, თუმცა მისი ღირებულება 39%-ით გაიზარდა.
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. 2026 წლის მარტში საქართველოდან 14,3 მლნ დოლარის ღირებულების 1,3 ათასი ტონა თხილი იქნა ექსპორტირებული, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
თხილი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო კულტურაა, რომლის 70%-ზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებში გადის.
გასული წლის მარტთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა 8%-ით (113,3 ტონით) შემცირდა, თუმცა მისი ღირებულება 39%-ით (4 მლნ დოლარით) გაიზარდა.
ბოლო წლებში შეინიშნება როგორც თხილის ექსპორტის მოცულობის, ისე ფასის ზრდა, რაც გარჩეული თხილის მიწოდების მატებით არის განპირობებული.
ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია (იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი), სადაც 2025 წლის 1-ელი აგვისტოდან 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით ექსპორტირებულია 10,7 ათასი ტონა თხილი.
ამასთან, 1,1 ათასი ტონა თხილი ასევე ექსპორტირებულია სირიაში, 557 ტონა – რუსეთში, 515 ტონა - სომხეთსა და სხვა ქვეყნებში.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან თხილის მწარმოებელი ფერმერების დახმარების პროგრამა აღარ გრძელდება.
თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა როგორც მცირე, ისე მსხვილი ფერმერული მეურნეობების დახმარებას, საქართველოში 2022 წლის ნოემბერში ამოქმედდა.
პროგრამის ფარგლებში ყველა ფიზიკური პირი, რომლის მფლობელობაში ან სარგებლობაშია 0,2-დან 3 ჰექტარამდე ფართობის თხილის პლანტაციები, სახელმწიფოსგან 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით სუბსიდირებას იღებდა. პროგრამის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 20 მლნ ლარი იყო.
სახელმწიფო დახმარება დარგისთვის აუცილებელი გახდა, რადგანაც 2017 წელს აზიური ფაროსანას გავრცელების გამო თხილის წარმოების მოცულობა, ხარისხი და ექსპორტი შემცირდა. მავნებლების წინააღმდეგ მასშტაბურმა ზომებმა, რომლებიც დღემდე გრძელდება, შედეგი გამოიღო.