მინისტრი: ანაკლია-განმუხური მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი გახდება

© photo: Sputnik / Stringerანაკლია
ანაკლია - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2026
გამოწერა
ამ ეტაპზე მზადდება მასშტაბური პროექტი, რომელიც მოიცავს ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლის სრულ რეაბილიტაციას, განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. ანაკლიისა და განმუხურის სანაპირო ზოლს აქვს პოტენციალი, ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბდეს, განცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ პირველი არხის ეთერში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მინისტრმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე შავიზღვისპირა კურორტების ანაკლიისა და განმუხურის სანაპირო ზოლის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.
„განმუხური და ანაკლია შეიძლება გახდეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი ტურისტული ადგილი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება“ -განაცხადა სოხაძემ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მზადდება მასშტაბური პროექტი, რომელიც მოიცავს ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლის სრულ რეაბილიტაციას და თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას - სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი პროექტის დასრულებისთანავე გამოცხადდება.
როგორც მინისტრმა განაცხადა, უკვე დაწყებულია გადაუდებელი ნაპირსამაგრი სამუშაოები. კერძოდ, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ეროზირებული სანაპირო ზოლის აღდგენას ახორციელებს. გარდა ამისა, უწყებამ დაიწყო ფართომასშტაბიანი კვლევა შავი ზღვის სანაპირო ზოლის სუსტი წერტილების გამოსავლენად, სადაც ეროზიის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას.
პროექტში ჩართული არიან საერთაშორისო ექსპერტები, კვლევის მიზანია პრობლემის გრძელვადიანი და სისტემური გადაწყვეტა.
„განმუხურის სანაპიროზე ზღვა დაახლოებით 100 მეტრით არის შემოწეული, რის შედეგადაც ხმელეთის ნაწილი დაიკარგა. მიმდინარე წელს დავიწყეთ შესაბამისი სამუშაოები, რომლებიც მომავალშიც რეგულარულად გაგრძელდება სანაპირო ზოლის შესანარჩუნებლად“ - აღნიშნა მინისტრმა.
სოხაძის განმარტებით, აღნიშნული პროექტების განხორციელება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ტურიზმის განვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში. ინფრასტრუქტურაში განხორციელებული სახელმწიფო ინვესტიციები პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და რეგიონების განვითარებაზე, დასძინა მან.
ყველა ახალი ამბავი
0