საქართველოს და სერბეთის სტატისტიკის სამსახურები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2026
გამოწერა
თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას, აგრეთვე, სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მხარდაჭერას.
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საქართველო და სერბეთი შეთანხმდნენ სტატისტიკური სისტემების შემუშავებასა და გაუმჯობესებაზე, მეთოდოლოგიებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლაზე, ასევე პროფესიული გამოცდილების გაზიარებაზე თავიანთ სტატისტიკურ სამსახურებს შორის, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და სერბეთის რესპუბლიკის სტატისტიკის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს „საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და სერბეთის რესპუბლისკის სტატისტიკის სამსახურს დირექტორმა ბრანკო იოსიპოვიჩმა ხელი ბიშკეკში მოაწერეს, სადაც მხარეებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ფორუმში „სტატისტიკური ბიზნეს-პროცესების მოდერნიზაცია“.
თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას, აგრეთვე, სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მხარდაჭერას.
დოკუმენტი განსაზღვრავს საერთაშორისო და ორმხრივი პროგრამების ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერებას, ერთობლივი ან კოორდინირებული პროექტების განვითარებასა და განხორციელებას.
მემორანდუმი მხარეებს ახალი პროექტების განვითარების შესაძლებლობას მისცემს. დოკუმენტი ხელს შეუწყობს გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, ექსპერტების გაცვლას, სასწავლო ვიზიტებისა და ტრენინგების ორგანიზებას სხვადასხვა მიმართულებით.
საქართველომ და სერბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 26 ივნისს დაამყარეს. ურთიერთობები ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად გააქტიურდა 2017-2018 წლებში, რაზეც მაღალ დონეზე ვიზიტები მეტყველებს.
2018 წლის მარტში სერბეთსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა. 2019 წელს ბელგრადში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა. საქართველომ და სერბეთმა ასევე ხელი მოაწერეს შეთანხმებებს, რომლებიც არეგულირებს ეკონომიკურ, სავაჭრო და საკონსულო ურთიერთობებს.
ყველა ახალი ამბავი
0