საქართველოში სამ თვეში გარემოს დაბინძურების 900-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა

© Sputnik / Alexander Imedashviliნაგავი
ნაგავი - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2026
გამოწერა
ნარჩენების მართვის ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია.
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 912 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გამოვლენილი გარემოს დაბინძურების ფაქტების სტატისტიკა ასეთია:
364 - მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება;
111 - სამშენებლო ან სხვა ინერტული მასალით გარემოს დანაგვიანება;
159 - მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში წვა;
31 - კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება;
21 - ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება/დაბინძურება;
63 - კომპანიის ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სპეციალური ვალდებულებების შეუსრულებლობა;
20 - სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, 143 კი - სხვა დარღვევა.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, ნარჩენების მართვის ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია.
დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.
ყველა ახალი ამბავი
0