https://sputnik-georgia.com/20260427/rusetma-saqartveloshi-navtobis-eqsporti-gazarda-298329355.html
რუსეთმა საქართველოში ნავთობის ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაზარდა
რუსეთმა საქართველოში ნავთობის ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაზარდა
Sputnik საქართველო
მარტში რუსულმა კომპანიებმა 69,2 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობის ექსპორტი განახორციელეს 27.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-27T20:56+0400
2026-04-27T20:56+0400
2026-04-27T20:56+0400
საქართველო
ქართულ–რუსული ურთიერთობები
რუსეთი
ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281449372_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_9fc0acf95a55c1f63e67148e1a895265.jpg
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. მიმდინარე წლის მარტში რუსეთმა საქართველოში ნავთობის მიწოდება ისტორიულ მაქსიმუმამდე — თითქმის 70 მლნ დოლარამდე გაზარდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში რუსულმა კომპანიებმა 69,2 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობის ექსპორტი განახორციელეს, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.ჯერ კიდევ ერთი თვის წინ რუსეთიდან საქართველოში ნავთობის იმპორტი მხოლოდ 34,1 მლნ დოლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან „შავი ოქროს" ექსპორტი არარეგულარული ხასიათისაა: 2025 წელს, ისევე როგორც 2024 და 2023 წლებში, მოწოდება მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში განხორციელდა. მარტში ქართველმა იმპორტიორებმა რუსეთიდან ნავთობპროდუქტების შემოტანა თვიურ ჭრილში 1,5-ჯერ გაზარდეს - მაჩვენებელმა 55,1 მლნ დოლარი შეადგინა.გასული თვის მონაცემებით, რუსეთი საქართველოში ნავთობპროდუქტების უმსხვილეს ექსპორტიორად რჩება — მისი წილი მთლიანი მიწოდების 42,5%-ს შეადგენს. რეიტინგში შემდეგ ადგილებს იკავებენ: თურქეთი (13,5%), ბულგარეთი (11,3%), ბელგია (7,5%) და აზერბაიჯანი (5,7%).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281449372_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_8748f005391530cad93dffe8dc84df76.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი, ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი, ეკონომიკა, ახალი ამბები
რუსეთმა საქართველოში ნავთობის ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაზარდა
მარტში რუსულმა კომპანიებმა 69,2 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობის ექსპორტი განახორციელეს
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. მიმდინარე წლის მარტში რუსეთმა საქართველოში ნავთობის მიწოდება ისტორიულ მაქსიმუმამდე — თითქმის 70 მლნ დოლარამდე გაზარდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში რუსულმა კომპანიებმა 69,2 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობის ექსპორტი განახორციელეს, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ჯერ კიდევ ერთი თვის წინ რუსეთიდან საქართველოში ნავთობის იმპორტი მხოლოდ 34,1 მლნ დოლარს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან „შავი ოქროს" ექსპორტი არარეგულარული ხასიათისაა: 2025 წელს, ისევე როგორც 2024 და 2023 წლებში, მოწოდება მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში განხორციელდა.
მარტში ქართველმა იმპორტიორებმა რუსეთიდან ნავთობპროდუქტების შემოტანა თვიურ ჭრილში 1,5-ჯერ გაზარდეს - მაჩვენებელმა 55,1 მლნ დოლარი შეადგინა.
გასული თვის მონაცემებით, რუსეთი საქართველოში ნავთობპროდუქტების უმსხვილეს ექსპორტიორად რჩება — მისი წილი მთლიანი მიწოდების 42,5%-ს შეადგენს. რეიტინგში შემდეგ ადგილებს იკავებენ: თურქეთი (13,5%), ბულგარეთი (11,3%), ბელგია (7,5%) და აზერბაიჯანი (5,7%).