როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaციტრუსის გადამამუშაევბელი ქარხანა
ციტრუსის გადამამუშაევბელი ქარხანა - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2026
გამოწერა
2026 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 1,5%-ით გაიზარდა.
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2026 წლის მარტში, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,5%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 5%-ით, მათ შორის ფასები სურსათზე გაიზარდა – 7,8%–ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 33%-ით.
2026 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 1,5%-ით გაიზარდა.
ადგილობრივი წარმოება
საქართველოში წარმოებულ შიდა ბაზრისთვის გათვლილ პროდუქციაზე ფასები მარტში, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,6%-ით გაიზარდა.
ამასთან, სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 0,6%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში კი 4,1%-ით გაიზარდა.
ექსპორტი და იმპორტი
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი მარტში, 2025 წლის მარტთან შედარებით, 11,7%-ით გაიზარდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 45,19%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 6,4%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში გაიზარდა 3,5%-ით. ამასთან, გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 3,6%-ით.
სამომხმარებლო ფასები
წლიური ინფლაციის დონემ 2026 წლის მარტში 4,3% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). მარტში, თებერვალთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,8% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0