პოლონეთიდან საქართველოს მოქალაქეები დაარეპორტეს

© AP Photo / Czarek Sokolowskiპოლონეთის პოლიცია
პოლონეთის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2026
გამოწერა
უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართებით გაცემული დადგენილებები სავალდებულო აღსრულებას ექვემდებარება.
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. პოლონეთიდან საქართველოს ათი მოქალაქე, რომლებმაც კანონი დაარღვიეს, ქვეყნიდან გამოაძევეს, მათგან რვა პირის დეპორტაცია ეროვნული უსაფრთხოებისთვის შექმნილი საფრთხის საფუძველზე განხორციელდა, ნათქვამია პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, დეპორტირებულმა პირებმა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩაიდინეს ისეთი დანაშაულები, როგორიცაა სხეულის მძიმე დაზიანება, ქონებრივი დანაშაული, ქურდობა და ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა.
„რვა პირის მიმართ ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება საზოგადოებრივი წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის შექმნილი საფრთხის გამო იქნა მიღებული“, — ნათქვამია განცხადებაში.
უწყების განმარტებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართებით გაცემული დადგენილებები სავალდებულო აღსრულებას ექვემდებარება.
დეპორტირებულ პირთა გადაცემის ოპერაციაში ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტომ მონაწილეობა მიიღო როგორც კოორდინატორმა. უწყებამ ყველა ეტაპზე უზრუნველყო ოპერატიული და ფინანსური მხარდაჭერა და შეინარჩუნა კონტაქტი ყველა მონაწილესთან, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებასთან.
ყველა ახალი ამბავი
0